LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლოში საედ დუდაევის პროცესი, შესაძლოა, ზეპირი მოსმენით ჩატარდეს

102

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებული ეჭვმიტანილის საედ დუდაევის ადვოკატი უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ლიკვიდირებულ პირებთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიოდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში, დღეს, შესაძლოა, ზეპირი მოსმენით ჩატარდეს და მას მხარეები, შესაძლოა, არ დაესწრონ.

“კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” პრეზიდენტი, უმარ იდიგოვი, კი აცხადებს, რომ ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევი სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული. იდიგოვის თქმით, დაკავებული მისი ნათესავია და იცის, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია.

მისივე თქმით, დუდაევი ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები