LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა – არჩილ თალაკვაძე

60

“საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში, არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“აქტივობა რომელიც დღეს დაფიქსირდა ადასტურებს იმას რომ ამომრჩეველს ჩვენი პროგრამის, კახი კალაძის მიმართ მაღალი ინტერესი ქონდა. მთელი დღე ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, გვაქვს ჩვენი მონაცემები, თუმცა საბოლოო და უტყუარი ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იქნება”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, კიდევ ერთი საათი დარჩა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსიროს და აქტივობაზე შეფასება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები