LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების განსაზღვრას პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

82

საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების განსაზღვრის საკითხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ხმით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე, „ქალთა, პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს, რომელიც 30 ათასი ამომრჩევლის მიერ არის წარდგენილი.

ცვლილების თანახმად, პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო პარტიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უკან დაუბრუნებს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები