LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია ქართულ მხარესთან ითანამშრომლებს

54

ამერიკული კომპანიები საქართველოს შესაძლებლობებით დაინტერესდნენ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და “საქაერონავიგაციის” წარმომადგენლები საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური დაცვის სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ.

აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ორგანიზებული საქმიანი შეხვედრების ფარგლებში, კომპანიებმა Lockheed Martin-მა, Baron Weather-მა და Nova Power-მა სააგენტოს პირველი მოადგილისგან და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელ ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოზე, საავიაციო ბაზრის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია Lockheed Martin-ი გაეცნო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის პირობებს. გამოითქვა საავიაციო ხელისუფლებასთან და ქართულ ავიაკომპანიებთან სამომავლო შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი.

მეტეოროლოგიური მომსახურების მომწოდებელი Baron Weather-ისა და ენერგოეფექტური უაფრთხოების დაცვის სისტემების მწარმოებელი Nova Power-ის წარმომადგენლები კი დაინტერესდნენ ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურით და ქართულ მხარეს შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის მახასიათებლები გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები