LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია

90

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს საავტომობილო გზების წმენდას“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები