LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

441

საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო” არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ე.ბ.-ს კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დათვალიერებისას, მთლიანობაში, 11380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ავტომობილის სათადარიგო საბურავში, საბარგულის საფარის ქვეშ, წინა სავარძლებს შორის არსებულ სათავსოსა და ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.