LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

85

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებმა პუნქტმა საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობა შეწყვიტა.

„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა,“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.