LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანორამა თბილისი ისტორიულ ქალაქს კლავს!”

263

“ლეონიძის ქ. #3-ში, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის ეზოში “პანორამა-თბილისის” საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დგება!!!” – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ჰამქარი ავრცელებს.

მათი განცხადებით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. ნაგებობა 1911-13 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის მიერაა აშენებული.

თბილისის ჰამქარში ამბობენ, რომ არქიტექტურის სამსახური, ძეგლის იერსახიდან გამომდინარე, მასზე აბრის განთავსების პრექტებსაც კი ბლოკავდა, თუმცა ახლა, საბაგიროს მძიმე კონსტრუქციის განთავსებას უშვებს.

საინტერესოა, რამდენად თავსებადია საბაგიროს საკმაოდ მასშტაბური და მძიმე კონსტრუქციის განთავსება (რომლისთვისაც საჭიროა ძალიან ღრმა ფუნდამენტის მოწყობა), ძეგლის ინტერესებთან?!

ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე სად განთავსდებოდა საბაგიროს სვეტები, “პანორამა თბილისის” პროექტის ავტორები გვპასუხობდნენ, რომ უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ცეკავშირის შენობის ადგილიდან სოლოლაკის ქედამდე ბაგირი საყრდენი სვეტების გარეშე გაიჭიმებოდა!
პანორამა თბილისი არის ინვესტიცია, რომელიც კლავს ისტორიულ ქალაქს!”, – აცხადებენ თბილისის ჰამქარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები