LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც კლინიკიდან გაწერეს, კვლავ გუდაურში დაბრუნდა

40

გუდაურში საავარიო ტრასის ავარიულად გაჩერების გამო დაშავებული, რუსეთის მოქალაქე, ოლეგ ვიტროვი, რომელიც გუშინ სამედიცინო შემოწმების მიზნით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადაყვანილი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. რის შემდეგაც ოლეგ ვიტროვი თხილამურებით სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა.

ამჟამად, თბილისში მკურნალობას განაგრძობს 6 დაშავებული, რომელთა მკურნალობას და მათი თანხმლები პირების თბილისში ცხოვრებასა და გადაადგილებას ორგანიზება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა გაუწიეს.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები