LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორი სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის ფინანსებს გამოყოფს

80

საბანკო სექტორი მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასა და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციაციაში აღნიშნავენ და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.

„საბანკო სექტორი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი, ვერ იქნება გულგრილი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დღეებში, მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას სტიქიასთან ბრძოლის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მომენტში. საქართველოს საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და ყოველწლიურად ზრდის ეკონომიკის დაფინანსების მოცულობას, ყოველთვის სოლიდარული იყო იმ სტიქიური და ექსტრემალური სიტუაციებისას, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გასულ წლებში განვითარდა, ეხება რა ეს 2008 წლის აგვისტოს ომის თუ თბილისში 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო შედეგების, სოლიდური მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით”, – ნათქვამია ბანკების ასოციაციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორი ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრის კერებთან დაკავშირებით, უერთდება რა პრემიერ – მინისტრის განცხადებას, გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალიური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები