LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა

112

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი თბილისის საჯარო ბაღებში დასაქმებულთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გამოთქვა, ამიტომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ტესტირების დღეების რაოდენობა გაზარდოს. შესაბამისად, ტესტირება დაგეგმილი 19-20 დეკემბრის ნაცვლად, ჩატარდება 19, 20, 21 და 22 დეკემბერს. ტესტირების ზუსტი დრო და მისამართი აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულოა ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თითოეული კონკურსანტის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge. ამავე გვერდზე განთავსებულია საგამოცდო ლიტერატურაც.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა 21 ნოემბერს ამოიწურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები