LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომლების დაწინაურების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები ცნობილია

49

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები ცნობილია. როგორც „ფორტუნას“ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 650 მათგანი გამოცხადდა. ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგი იყო:
30 ქულა – აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად;
40 ქულა – აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად;
50 ქულა – საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსის შედეგების თანახმად, ვაკანტური ადგილის შემთხვევაში საჯარო საბავშვო ბაღებში 125 თანამშრომელი შეძლებს დაიკავოს აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობა, 294 – აღმზრდელის, ხოლო 191 – მეთოდისტის. 38 მონაწილემ საკონკურსო ზღვარი ვერ გადალახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები