LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს მიიღებენ

59

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს დაურიგებენ, ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა ინფორმაციის საპასუხოდ, რომ ზოგიერთ ბაღში თოვლის ბაბუა მივიდა, თუმცა ბავშვებს საჩუქრები არ მისცა.

“საჩუქრები რიგდება 29-30 დეკემბერს. ასე იყო გათვალისწინებული. მიმწოდებელი კომპანია შერჩეულია, არის კონტრაქტი და შესაბამისად, ყველა ბავშვი მიიღებს საჩუქარს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან,  ნარმანიამ აღნიშნა, რომ თოვლის ბაბუა არავის არ ჰყავს დაპატიჟებული და “ვიღაცა როგორც ჩანს, თვითინიციატივით დადის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები