LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღების ასაკობრივ ჯგუფებად დაკომპლექტება 2018 წლიდან დაიწყება

49

საბავშვო ბაღების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაკომპლექტების ინიციატივა 2018 წლიდან ამოქმედდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ”რესპუბლიკელებსა” და პროექტის ინიციატორ ეკა ბესელიას შორის შეთანხმება შედგა.  ბესელიას თქმით, “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ბაღებში, ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს, ძალაში 2018 წლისთვის შევა. ინიციატივის ამოქმედებამდე კი კანონში ოპტიმალური ჩანაწერი გაკეთდება. საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ეკა ბესელიასა და ”რესპუბლიკელებს” შორის უთახმოების მიზეზი პარლამენტში რამდენჯერმე გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები