LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვები ოთახებს ფერებით ცნობენ

145

სეულში  საინტერესო ფასადების მქონე შენობებს შორის არის ულამაზესი არქიტექტურის საბავშვო ბაღი, რომელიც კომპანია Jungmin Nam. Flower + Kindergarten-ის არქიტექტორებმა შეიმუშავეს. ის რადიკალურად განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი საბავშვო ბაღებისგან, როგორც ინტერიერით, ასევე ექსტერიერით. ეს ბაღი სპეციალურად ააშენეს ახალ დასახლებაში, პარკების მახლობლად, რათა ბავშვებმა დიდი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე.

აქაა მინიმალისტურად დატვირთული უზარმაზარი დარბაზები, რათა ბავშვებმა მეტი დრო დაუთმონ ერთმანეთთან კონტაქტს და გარემოსთან ურთიერთობას. ყველა სართულსა და ოთახს აქვს უნიკალური დიზაინი და ფერი. ეს იმისთვის, რომ ბავშვებმა ადვილად იცნონ საკუთარი ოთახი. შენობის სახურავზე არის  გამწვანება, სადაც პატარებს მცენარეების დარგვასა და მოვლას ასწავლიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები