LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

95

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის  უცნობია. კლინიკის ექიმები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, არაოფიციალური ინფორმაციით კი, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ინგოროყვას კლინიკაში, ბავშვის მდგომარეობის გასაცნობად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა, მისვლას გეგმავს.

შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში ცოტა ხნის წინ მოხდა.

პოპულალურები