LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე 2 მუხლით აღიძრა

51

თბილისის 213-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ საქმე აღძრა. როგორც „ფორტუნას“ სამინისტროში განუცხადეს, საქმე ორი მუხლით არის აღძრული, სს კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

შემთხვევა დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში მდებარე საბავშვო ბაღში მოხდა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები