LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი ახალი ეკონომიკური რეფორმების მოლოდინშიაა

34

საბერძნეთი ახალი ეკონომიკური რეფორმების მოლოდინშია. ქვეყნის პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი ახალი რეფორმების შემოღებას, საგარეო დახმარების მიღების გაგრძელების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვიმსახურებთ ევროჯგუფისგან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენს სავალო ტვირთს და ბერძენი ხალხის მოლოდინებს შეესაბამება“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდ ცაკალოტოსის განცხადებით კი, საბერძნეთმა და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა შეთანხმება დადეს რეფორმების პაკეტზე, რომელიც ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. შეთანხმება შეიცავს რეფორმებს შრომისა და ენერგეტიკის სფეროში, ამასთან, გადასახადების გაზრდასა და პენსიების შემცირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები