LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი ხანძრის ჩასაქრობად დახმარებას ევროკავშირს სთხოვს

28

საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების გაწევის თხოვნით ევროკავშირს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ხანძარი ათენის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამი დღის წინ გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველი კერა ქალაქ კალამოსთან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის ათეულობით სახლია დაზიანებული და ათასობით ჰექტარი ტყეა დამწვარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები