LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი მოსახლეობას ამცირებს

95

საბერძნეთის მოსახლეობა 20%-ით შემცირდება. ასეთი პროგნოზი ბერლინის დემოგრაფიისა და განვითარების ინსტიტუტმა გაავრცელა. ამჟამად ელადაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი ეს ციფრი 8,9 მილიონამდე შემცირდება. დემოგრაფიული პრობლემები იმ ღრმა ეკონომიკური კრიზისით აიხსნება, რომლიდანაც ქვეყანა აგერ უკვე 6 წელია ვერ გამოდის. ბოლო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ცხოვრების დონეზეც ნეგატიური გავლენა იქონია. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობაზე აისახა და 25 წლამდე ბერძნების 50% სამსახურის გარეშე დარჩა. რამაც შობადობის შემცირება და ემიგრაციის გაზრდა გამოიწვია. გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 30 წლის შემდეგ საბერძნეთი პენსიონერთა რაოდენობით ევროპაში ლიდერი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები