LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში გადაუღებელ წვიმას მსხვერპლი მოყვა (ვიდეო)

61

საბერძნეთში, ატიკას რეგიონში გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მდინარეები ადიდდა და ათენის შემოგარენში მდებარე დასახლებები დატბორა. ნაწილობრივ დაინგრა სახლები და ნაგებობები. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. სამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სამაშველო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი. 5 გარდაცვლილი მაშველებმა დატბორილ სახლებში აღმოაჩინეს, 2 ადგილობრივი კი, წყლის ნაკადმა გაიტაცა.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სიმის კუნძულზეც. თურქეთის საზღვართან მდებარე კუნძულს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები