LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს: მკვლელობაში ბრალდებული ქირურგია

58

საბერძნეთში, სალონიკში გაუჩინარებული 36 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი ქირურგია, რომელიც უკვე დააკავეს.

ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, სამი შვილის დედა იპოკრეტიოს საავადმყოფოს შენობაში მოკლა, შემდეგ კი გვამი ჰალკიდიკში, ტყესთან ახლოს დატოვა. მედიაში ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქალის გვამი მკვლელმა მდინარეში გადააგდო.

ქართველი ქალი და 38 წლის ქირურგის სოციალურ ქსელში ერთმანეთისადმი მიწერილი მესიჯები იპოვეს. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ბერძნული მედია იუწყება, რომ დამნაშავე დააფიქსირა ჰოსპიტალში დაყენებულმა კამერებმაც. ვარაუდობენ, რომ ქალი მცირე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ქალს გარდაცვალებამდე ანესთეზია ჩაუტარდა. ქართველი ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები