LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

93

საბერძნეთში ორგანიზებული ჯგუფების დაკავების ოპერაცია გრძელდება. Kathimerini-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ჯგუფი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ატიკას ოლქის რაიონებში საცხოვრებელი სახლების ძარცვით იყო დაკავებული.

მედიის ცნობით, დაჯგუფების გამოვლენის ოპერაცია გრძელდება. ამ ეტაპზე საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული.

აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 4 ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები