LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე სამხედროები დააკავეს

105

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაზერაშვილის ინფორმაციით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური ინფორმაციის სარდლობის  საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილესთან, რომლებიც ბაზიდან მართლასაწინააღდმეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას – საბრძოლო ვაზნებს მართლსაწინააღდმეგოდ ეუფლებოდნენ და კიდევ ერთი პირის დახმარებით ახდენდნენ მის რეალიზაციას.

საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ბაზერაშვილის განცხადებით, სამივე ბრალდებული აგვისტოში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები