LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე მამაკაცის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს

31

საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული.

მამაკაცი, სავარაუდოდ, ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები