LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საჭიროა ახალი კომბლე, ნაცარქექია, რომლებიც არ ართმევენ ვინმეს რამეს,” – ჯეჯელავა

219

ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ საჭიროა „ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია, ახალი რწყილი, ახალი ჭიანჭველა, რომლებიც კი არ ართმევენ ვინმეს რამეს, არამედ პატიოსანი შრომით აკეთებენ“, ამის შესახებ განათლების მინისტრმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.  

“ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია, ახალი რწყილი, ახალი ჭიანჭველა, რომლებიც კი არ ართმევენ ვინმეს რამეს, არამედ პატიოსანი შრომით აკეთებენ. ეს გვჭირდება. არც კომბლეს საწინააღმდეგო მაქვს არც ნაცარქექიის, ოღონდ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვიხელმძღვანელოთ 21-ე საუკუნის ეროვნული ფასეულობებით.

თქვენც იცით და იმ ხალხმაც ვინც მაკრიტიკებს, რომ მშობლები ცვლიან ამ ზღაპრებს და ისე უყვებიან თავის ბავშვებს, იმიტომ რომ ვერ მიმხვდარა დედა შვილს რატომ აჭმევს მელიას. ვისაც უნდა რომ მათი შვილები დაემსგავსონ კომბლეს, ნაცარქექიას, ჭიანჭველას და ასე შემდეგ ჩვენ ვერ დავუშლით, მაგრამ ვიმსჯელოთ ამ თემაზე და ვინც იტყვის რომ რაღაც შესაცვლელია ე.ი იმის აზრიც გავითვალისწინოთ”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები