LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა ევროპული არმიის შექმნა – ემანუელ მაკრონი

90

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული არმიის შექმნა, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპელების დაცვას თუ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ნამდვილი ევროპული არმიის შექმნის თაობაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც თავს იცავს, ძირითადად დამოუკიდებლად,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ევროპა შიდა დემოკრატიულ პროცესებში და კიბერსივრცეში ჩარევების პრობლემის წინაშე დგას.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენს კიბერსივრცეში და ჩვენს დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩარევების მზარდ რაოდენობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი,“ – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები