LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერეში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯება

62

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და სამინისტროს წარმომადგენლები.

„საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები 6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.

საჩხერეში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა, ასევე – მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ სოფლებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. ადგილზე დასაქმებულია 80 ადამიანი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტის დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები