LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის „ჩიხურას“ კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან ამოტრიალდა

71

საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, ბუბა შალამბერიძის თქმით, ფეხბურთელს დაუდგინდა მარჯვენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს მოტეხილობა, მცირე ცდომით და ჩაუტარდა ოპერაცია ლავიწის ძვლის ოსტეოსინთეზი.

ფეხბურთელ დიმიტრი ტატანაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს ტრაილერმა გადაუსწრო. მისივე თქმით, მძღოლის მცდელობის მიუხედავად, მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები