საჭმლის გასაცხელებლად დღეში რამდენჯერმე გამოძახებული სასწრაფო და გადარჩენილი სიცოცხლე – ერთი დღე სასწრაფოში

პოპულარული

საჭმლის გასაცხელებლად დღეში რამდენჯერმე გამოძახებული სასწრაფო და გადარჩენილი  სიცოცხლე – ერთი დღე სასწრაფოში

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ეზოს სიგნალით ტოვებს. მძიმე პაციენტთან ეჩქარებათ,  – ვფიქრობ და სასწრაფო დახმარების სადგურში შევდივარ. ეზო ცარიელია. იქვე, ჩრდილში, ბაღის სკამზე ახალგაზრდა მამაკაცი ზის, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და გაყინული მზერით მაღლა იყურება. მასთან ახლოს მივდივარ, სადგურის შენობაში შესასვლელი კარი მაინტერესებს. კითხვაზე პასუხი მივიღე და პატარა კიბეებისკენ გავეშურე. შენობაში შესვლამდე ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი შეიძლება იყოს ადგილი, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყოველდღიურად უამრავ გამოძახებას იღებენ.

ვიდრე  მე ყველა შესაძლო ვარიანტს გონებაში ვხატავ, კიბეზე ახალგაზრდა ქალი ღიმილით მეგებება და შენობაში შევყავარ, შესვლისთანავე ვხვდები, რომ ჩემი არცერთი ვარიანტი სწორი არ არის. რატომღაც, სასწრაფო დახმარების სადგური ყველა სხვა ადგილისგან განსხვავებული წარმომედგინა, ბევრი სამედიცინო ნივთით, უამრავი ექიმითა და იმ წამლის სუნით გაჟღენთილი, ბავშვობაში ყველა საავადმყოფოში შესვლისას შიშის ზარს რომ მცემდა.

მე-5 რაიონულ სამსახური – ასე ჰქვია ადგილს, რომელსაც მე ჩემს ენაზე სასწრაფო დახმარების სადგურს ვეძახი. შენობაში არც უამრავი ექიმი მხვდება და არც საშინელი წამლის სუნი. ვიწრო და მოკლე დერეფანს მივყვები და თან აქეთ იქით ვიყურები, შენობაში რამდენიმე ოთახია. ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება იმ oთახმა მიიქცია, სადაც ყველა საჭირო წამალი თაროებზეა დალაგებული. ერთმანეთის პირისპირ განლაგებული რამდენიმე ოთახიდან. კიბეებზე შემხვედრ ქალს ერთ-ერთი ოთახში შევყავარ. ეს ოთახიც ჩვეულებრივია, ორი მაგიდითა და ერთი კომპიუტერით, მაგიდაზე უამრავი ქაღალდი დევს. მე იქვე, კარებთან მდგომ სავარძელზე ვჯდები.

„თამარ შარაბიძე – მე-5 რაიონული სამსახურის მენეჯერი,“ – გამეცნო „გიდი“ და ჩემს წინ მდგომ მაგიდას მიუჯდა. საუბარი სასწრაფო დახმარების მუშაობის სპეციფიკით დავიწყეთ, მე-5 რაიონულ სამსახურს სასწრაფო დახმარების 8 ბრიგადა ჰყავს, ყველა ბრიგადა გამოძახებაზეა გასული და შესაძლოა, გვიან ღამემდე ან თუნდაც მეორე დილამდე არ შემოვიდეს. ბრიგადა გათავისუფლების შემდეგ 112-დან შემოსულ გამოძახებას რაციის მეშვეობით იღებს, როგორც სადგურში, ისე სასწრაფო დახმარების მანქანაში, ამიტომ ხშირად ერთი მისამართიდან მეორეზე სასწრაფო სადგურზე შემოსვლის გარეშე გადადის. გამოძახებები ტერიტორიის მიხედვით იყოფა.

მანამ, სანამ მე მენეჯერისგან სასწრაფო დახმარების მუშაობის სპეციფიკას ვისმენ, სადგურში ერთი ბრიგადა შემოდის. „იოსებ აბდუშელაშვილი, თეა ლიპარტელიანი,“ – ექიმებს ვეცნობი. დრო ცოტა აქვთ. შეიძლება, ნებისმიერ წუთს ახალი გამოძახება შემოვიდეს და მისამართზე გასვლა მოუწიოთ. ექიმებთან საუბრის თემას ყველაზე უცნაური გამოძახებით ვიწყებ.

უცნაური გამოძახებების შესახებ ბევრი მსმენია, მაგრამ, რატომღაც, რეალობაში ასეთი რამ თუ შეიძლება მომხდარიყო, არ მეგონა. თუმცა, კიდევ ერთხელ შევცდი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს უცნაური გამოძახებები არც ისე ცოტა აქვთ. ყველაზე უცნაური, მათ შორის, მოხუცი ქალბატონია, რომელიც დღის განმავლობაში სასწრაფოს რამდენჯერმე ერთადერთი მიზეზით იძახებს – საჭმლის გაცხელება სურს, შვილებთან დარეკვა კი არ უნდა.  როგორც ირკვევა, მოხუც ქალბატონს საჭმლის გაცხელება დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა.

„გამოძახებაზე არმისვლის უფლება არ გვაქვს, ამიტომ ყოველთვის მივდივართ. არადა, ამ დროს შეიძლება, სადღაც ძალიან მძიმე პაციენტი გველოდებოდეს,“ – ამბობს ექიმი.

უცნაურ ისტორიებში განსაკუთრებით მშობიარეების გამოძახებები მეუცხოვა. არცთუ ისე იშვიათად მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადას იძახებს და საავადმყოფოში გადაყვანას სთხოვს, ამ დროს კი სასწრაფო დახმარების მანქანას უკან მშობიარეს მეუღლე საკუთარი ავტომობილით მიჰყვება.

ვიდრე სასწრაფო დახმარების ბრიგადას მშობიარის საავადმყოფოში გადაყვანის ფუნქცია აქვს შეთავსებული, შესაძლოა, სადღაც ვიღაც სიკვდილს ებრძოდეს, სასწრაფო აგვიანებდეს, პაციენტის ახლობლები კი ექიმებს, მთავრობასა და მთლიან სახელმწიფოს წყევლითა თუ გინებით იკლებდნენ… ამ დროს ყველაფერს წამები წყვეტს.

„ერთხელ ერთ პაციენტთან მივედით და ზუსტად 3 წუთის დაღუპული დაგვხვდა, რომ მიგვესწრო, იქნებ გადაგვერჩინა კიდეც,“  – იხსენებს ექიმი.

ექიმების ემოციები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ჩემში. სასწრაფოს ექიმები წარუმატებლად დასრულებული გამოძახების დროს დაუფლებულ ემოციას კარგად მალავენ, თუმცა, სულ სხვაა, როდესაც სიკვდილის პირას მყოფ პაციენტს გადაარჩენენ.

„წარმოუდგენელია, ეს ემოცია ავხსნათ. ამაზე დიდი ადრენალინი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიას აქვს თავის ადრენალინი, მაგრამ, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და შენ ამ ადამიანს გადაარჩენ, ამ დროს რა გემართება, სიტყვებით ვერ გადმოსცემ,“ – ამბობს ექიმი.

ვიდრე  მე სხვადასხვა უცნაურ თუ ემოციურ ისტორიებს ვისმენ, 112-დან სადგურში გამოძახება შემოდის: თბილისის ზღვაზე მაშველი დაისიცხა. რამდენიმე წამში ექიმებთან ერთად სადგურიდან სასწრაფოს მანქანაში ვინაცვლებ. ექიმებთან ერთად მძღოლის გვერდით ვჯდები, მძღოლი სირენას რთავს და პირველი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევს, ჩემ წინ დამონტაჟებული აპარატია, რომელსაც გვერდზე რაცია აქვს მიბმული.

„ამის მეშვეობით გამოძახებებს ვიღებთ,“ – მიხსნის ექიმი. მძღოლი ჩქარობს, თუმცა, 5 წუთის სავალ გზას, დაახლოებით, 15 წუთს ვანდომებთ.

როგორც ჩანს,  „გზა დაუთმე სასწრაფოს“ – ქვეითად მოსიარულეებისთვისაც და მძღოლებისთვისაც მხოლოდ თეორიულად არის გასაგები, პრაქტიკაში კი ცოტა იყენებს.

ე.წ. ზებრაზე ქვეითად მოსიარულეს გზას ვუთმობთ და თბილისის ზღვის ჩასახვევისკენ ჩავდივართ, შესახვევში მანქანაა გაჩხერილი და ვერ გავდივართ, უკან ვბრუნდებით და გეზს მეორე ჩასასვლელისკენ ვიღებთ. შეფერხების გარეშე ვერც აქ ვერ ჩავედით. გზა შლაგბაუმით არის ჩაკეტილი, ახლომახლოც არავინ ჩანს, სასწრაფოს გზა რომ გაუთავისუფლოს. მანქანას ვაჩერებთ, ერთ-ერთი ექიმი მანქანიდან ჩადის შლაგბაუმს ხსნის, სასწრაფოს მანქანას ატარებს, გზას ისევ შლაგბაუმით კეტავს, მანქანაში ჯდება და დაახლოებით 2 წუთში დანიშნულების ადგილზე ვართ.

სასწრაფოს ექიმები უკანა კარს ხსნიან, სამედიცინო ჩანთას იღებენ და მაშველის საშველად მიდიან. 30 წლამდე მამაკაცი ნავმისადგომზე წევს. გარშემო რამდენიმე მაშველი ადგას თავზე. სასწრაფოს დანახვაზე გვერდზე იწევენ და ექიმებს უშვებენ. საგანგაშო არაფერია, პაციენტი თავბრუსხვევას უჩივის.

„რადგან ამან სასწრაფო გამოიძახა, ე.ი. მართლა ცუდადაა“, „დილით ბევრჯერ ჩაყვინთა და შეიძლება, გაცივდა,“ – ისმის ათასი კომენტარი იქვე მდგომი მაშველებისგან.

ექიმები მათ კომენტარებზე რეაგირებას არ ახდენენ, პაციენტს ყველა საჭირო ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ პროცედურას უტარებენ და, როდესაც ჯერი უკვე პაციენტის მონაცემების შეტანაზე დგება, იქვე მყოფი ერთ-ერთი მაშველი სასწრაფოს ექიმს სთხოვს, ფილტვებზე მოუსმინოს: „ბოლო რამდენიმე დღეა, დაბალი სიცხეები მაქვს და ფილტვებში არ მქონდეს რამე, მეშინია,“ – სთხოვს მაშველი ექიმს. მთავარი ექიმი ფილტვებს მოთმინებით უსმენს და ამშვიდებს, საშიში არაფერია. ზუსტად ამ დროს მახსენდება რამდენიმე წუთის წინ სადგურში სასწრაფოს ექიმის სიტყვები:

„ჩვენ ერთ გამოძახებაზე რომ მივდივართ, ხშირად ხან პაციენტის მეზობელს ხან ოჯახის სხვა წევრს უნდება წნევის გაზომვა, კარდიოგრამის გადაღება და ა.შ. ბარემ აქ ხართ და ჩვენც მოგვხედეთო. თავისთავად უარს ვერ ვეტყვით და ესეც გვაფერხებს,“ – ჰყვებოდა სადგურში მთავარი ექიმი და მისი სიტყვების სისწორეში პირველივე გამოძახებაზე დავრწმუნდი.

რეკომენდაციები მიცემულია, სასწრაფოს მშვიდად ტოვებს თბილისის ზღვის ტერიტორიას და სადგურისკენ მიდის. მე კვლავ სასწრაფოს მანქანაში ვზივარ, გზაში კიდევ ერთხელ ვეთანხმები ათასჯერ მოსმენილს: სასწრაფოს დაგვიანების მთავარი მიზეზი საცობებზე, ბრიგადების სიმცირესა თუ სხვა უამრავ პრობლემაზე მეტად საზოგადოების ცნობიერებაა.

სადგურში მივედით, სასწრაფოს მანქანიდან ჩამოვდივარ, მეორე ბრიგადა სირენას რთავს და ახალ გამოძახებაზე მიდის.

 

გვანცა ბზიავა

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gamodzakheba
                                    [1] => saswrafo-dakhmareba
                                    [2] => fortunas-temebi
                                    [3] => saswrafos-mushaoba
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 142552
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gamodzakheba
                                    [1] => saswrafo-dakhmareba
                                    [2] => fortunas-temebi
                                    [3] => saswrafos-mushaoba
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 142552
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 7309
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gamodzakheba
                                    [1] => saswrafo-dakhmareba
                                    [2] => fortunas-temebi
                                    [3] => saswrafos-mushaoba
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gamodzakheba
                                    [1] => saswrafo-dakhmareba
                                    [2] => fortunas-temebi
                                    [3] => saswrafos-mushaoba
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (142552) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (16375,7309,15398,16888)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 166097
                    [post_author] => 12
                    [post_date] => 2017-09-21 12:47:33
                    [post_date_gmt] => 2017-09-21 08:47:33
                    [post_content] => თავის თავს „დონ კიხოტს“ უწოდებს, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს - თბილისის მერობას აპირებს. ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. როგორც თავად ამბობს, “კომფორტულია, იჯდე მყუდროდ და ელოდო, როდის მოაგვარებს ვინმე სხვა შენი დედაქალაქის პრობლემებს”,  იმ პრობლემებს, რომლებიც, ელისაშვილის თქმით, ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირშია, მაგრამ თავად ამ პრობლემების საკუთარი ძალისხმევით მოგვარებას გეგმავს. 

„ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ იმისთვის, რომ  თბილისის პრობლემები ერთად გადავჭრათ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.  

საკუთარ შანსებსა და გეგმებზე ის „ფორტუნასთან“  საუბრობს.
  • „ფორტუნა“: რა არის თქვენი უპირატესობა,  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?
ალეკო ელისაშვილი: არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ხალხი ისედაც თვითონ ხვდება ჩემს უპირატესობებს.
  • თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება რა არის?
ალეკო ელისაშვილი: წინასაარჩევნო დაპირებების როგორი გამოცდილება გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. პოსტებს დააყენებენ ხოლმე: მილიონი სამუშაო ადგილი, საქართველო სიღარიბის გარეშე, გაზი და დენი გაიაფდებაო და რომ გაძვირდა... ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე. მე ვთხოვდი, უბრალოდ, ყველა მოქალაქეს, - ყველამ გავიხსენოთ, ვინ რას გვპირდებოდა და ვინ რა შეასრულა. ეს რომ კარგად გვახსოვდეს და შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს,  ეს ქვეყანა ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.  
ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე.
  რაც შემეხება მე, ჩემთვის მთავარია, რომ არ ავიკიდე ის ტვირთი, რაც ტრადიციულად აკიდებული აქვთ ხოლმე პოლიტიკოსებს, პარტიებს და რის გამოც ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, ეს არის ბიზნესინტერესები. თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ და მერე პასუხს სცემ. პარტიის შემთხვევაში, რომელი პარტიაც წარგადგენს, იმასთან ხარ ანგარიშვალდებული. ხალხს კი არ აბარებ ანგარიშებს, არამედ ვინც წარგადგინა - იმას. მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო - ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.  
შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს, ეს ქვეყანა  ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.
  მე, რეალურად, წამოვედი და ვარ პოლიტიკაში ხალხის სამსახურისთვის. ვიღაცას სჯერა ამის, ვიღაცას - არა, მაგრამ მთელი 3 წელია, მეტს არაფერს ვაკეთებ საკრებულოში, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვცდილობდი და ვცდილობ, ხალხს ვემსახურო იმიტომ, რომ ის პრობლემები, რაც ხალხს აქვს, მე თვითონ  მაქვს.  მე ვიღაცაზე უფრო აქტიური ვარ და ვიღაცაზე უფრო არ მენანება საკუთარი თავი. მე ეს არჩევანი გავაკეთე. ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, საკრებულოშიც ვემსახურებოდი. პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ. მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.  
თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ.
  შესაბამისად, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან. ახლა არის ჩამპალი და გახრწნილი კორუფციისგან. კვირაში ერთხელ მერიის თანამშრომელს იჭერენ. ამას ყველას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუმცა ეს იმის დასტურია, რომ ყველაზე აქვთ კომპრომატები და ყველა ჰყავთ ჩაწერილი. მე გავწმენდ ყველაფერს და ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველას! დღეს მერიაში დაავიწყდათ მაღალჩინოსნებს და გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ისინი ხალხმა მიიყვანა იქ, ხალხისგან იღებენ ფულს და ხალხის სამსახურში უნდა იყონ. ხალხს ზემოდან კი არ უნდა უყურონ, ისე კი არ უნდა აწამონ, როგორც ახლა აწვალებენ - წლობით და თვეობით რომ გვატარებენ მერიაში ერთი ელემენტარული პასუხისთვის.  
ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო - ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.
 
  • თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავარი დაპირება არის ხალხის სამსახურში ყოფნა. როგორ და რა ვადებში აპირებთ ამის შესრულებას?
ალეკო ელისაშვილი: პირველივე დღიდან. პასუხისმგებლობის ელემენტარული განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვინმე საქმეს ცუდად აკეთებს, ვის სჯიან ამის გამო?! ესეც კორუფციაა! როცა, რასაც გინდა, გააკეთებ და არავინ არაფერზე პასუხს არ გთხოვს, აი, იქ მოინჯღრევა მერია და ამ მონჯღრევის დროს ყველა აკეთებს იმას, რაც მისთვის სახეირო არის. ამ დროს ავიწყდებათ ხალხი, ქალაქი და ყველა, ძირითადად, ფულის კეთებაზეა გადასული. ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში. არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული. დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური. ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.  
მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ.
 
  • იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მერი გახდებით, განახორციელებთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?
ალეკო ელისაშვილი: მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, - მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და, აი, ამ ხალხს გამოვცვლი. დანარჩენებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას. ეს იქნება ვადა. თუ ვინმე დავალებებს არ შეასრულებს, თუ ვინმე იუსაქმურებს ან ხელი კორუფციისკენ გაექცევა, არ დავინდობ არავითარ შემთხვევაში. ჩემს ამ დამოკიდებულებას კარგად გრძნობენ საკრებულოში აპარატის თანამშრომლები. არ  აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ქართული ოცნების“ დროს არიან მიყვანილები, ვინც საქმეს აკეთებს, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ.  
მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.  იმის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან.
 
  • თქვენი აზრით, რა არის დღეს დედაქალაქის მთავარი პრობლემა?
ალეკო ელისაშვილი: მძიმე დაავადებების ეპიდემია არის თბილისში და ამის მთავარი წყარო არის დაბინძურებული ჰაერი. ახლახან კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერისგან სიკვდილიანობით და 100,000 მოსახლეზე ეს მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. ქალაქში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ის, რასაც ვსუნთქავთ, ჩვენი ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. აქ უკვე პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ შხამიანი ჰაერი არავის ინდობს საერთოდ! არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არც ჩემს მხარდამჭერებს, არც პირადად მე და არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ამ ჰაერს ყველა ვსუნთქავთ. ახლა ჩვენ, წესით, ყირაზე უნდა ვიდგეთ, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია „ქართულ ოცნებას“.  
მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, - მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და აი, ამ ხალხს გამოვცვლი.
  ჩემი კონკურენტი დგას და რაღაც ვიდეოებს იღებს, როგორ მოუვლის ეკოლოგიას. ყოველდღიურად იჭრება ხეები, წყნეთში, თამარაშვილზე, ბაგებში, ყველგან!  ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე, ნახევარი სკვერი არის ამოთხრილი და სასტუმროს აშენებენ! წერეთელზე სტადიონის დანგრევას აპირებენ და კბილებით გვიჭირავს, მოსახლეობასთან ერთად. ეს ყველაფერი ხდება ახლა - წინასაარჩევნო პერიოდში. ამ დროს კი წინასაარჩევნო „სიაფანდობებს“ ვისმენთ! ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცე-პრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს. ნარმანია მისი მეგობარი არ არის? მათი გუნდის წევრი არ არის? 270 კვ. მეტრზე 8-სართულიანი კორპუსი ააშენა. ასე რომ, ხალხი ძალიან კარგად დაფიქრდეს, ვის რისი გაკეთება შეუძლია.   ჩვენ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში კბილებით გვეჭირა, ხალხთან ერთად, სკვერები, პარკები და სტადიონები. ხომ აქვთ დაპირებები, რომ ეკოლოგიას ააყვავებენ? პარალელურ რეჟიმში ჩეხავენ ხეებს! მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას და გვგონია, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა, ეს შხამიანი ჰაერია! როდესაც დაგვიდგება ის შედეგი, რომელიც ბევრს უკვე დაუდგა, მერე უკვე სხვა აღარაფერს აზრი არ ექნება! პირველი ამოცანა არის ის, რომ შხამიან ჰაერს არ უნდა ვსუნთქავდეთ და ბავშვებს არ უნდა ვზრდიდეთ ასე! ქალაქში ერთი აღებული პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჰაერს ვერ აიღებ და ვერ გაწმენდ. ბევრი პრობლემა თითოეულის დარღვევით იქმნება. ჰაერს აბინძურებს როგორც გამონაბოლქვი, ასევე მტვერი. ეს მტვერი იმიტომ წარმოიქმნება, რომ სამშენებლო სტანდარტებს არავინ იცავს. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ქუჩები არ ირწყვება, მარტო რუსთაველი და ჭავჭავაძის მორწყვა არაა საქმე! მოკლედ, ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა მოგვარდეს: ტრანსპორტი, სამშენებლო რეგულაციები, ხეების და სიმწვანის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ა.შ.  
ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში.
 
  • რა ვადებში გეგმავთ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას?
ალეკო ელისაშვილი: მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ. დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დღეს მჭიდროდ განაშენიანებულ რაიონებში სიმწვანის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3 კვადრატზე ნაკლებია, როდესაც ევროკაშირის სტანდარტი 20 კვადრატია. საბჭოთა სტანდარტი 15 კვადრატი იყო. საბჭოთა დროსაც კი, 1980-იან წლებში თბილისში 12 კვადრატული იყო სიმწვანე. ვერც იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებდით, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით.  გავჩეხეთ და ბუნება, სიმწვანე გავაგდეთ ქალაქიდან!  
არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული და დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური.
  3-ჯერ შეგვიძლია, გავზარდოთ რეკრეაცია. თუნდაც ელექტროდეპოს ტერიტორია რომ ავიღოთ, იქ, ფაქტობრივად, ბუნებრივი გამწვანებაა. ის ჯართი უნდა გავიდეს იმ ტერიტორიიდან და გამწვანდეს ის სივრცე. ეს არ არის ვიღაცის დასანახად გასაკეთებელი საქმე. ის, რომ სამშენებლო რეგულაციები იყოს, ამას უნდა ერთი განკარგულება და ზედამხედველობის სამსახურისთვის ერთი მოთხოვნა. მშენებლობიდან მტვერი რომ იფრქვევა, მიდი და დააჯარიმე. მაგრამ ვინ გაუბედავს ივანიშვილს დაჯარიმებას?! ან სხვა დეველოპერებს, როცა თვითონ არიან „ქართული ოცნების“ წევრები დეველოპერები. თავის თავს ხომ არ დაიჯარიმებენ?! ჩემი მერობის მეორე დღესვე ამ ყველაფერს მკაცრად გავაკონტროლებ. ამას არაფერი უნდა, მონდომების გარდა. ჩვენი ქალაქი არის მიგდებული: ვისაც უნდა, როგორც უნდა ისე აკეთებს! სწორედ ესაა საქმე, თორემ მერობის ერთი და შვიდი ვადა კი არ უნდა!  
მერიაში ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.
 
  • თბილისისთვის არაერთი პრობლემაა თვალშისაცემი. ერთ-ერთი ასეთია ტრანსპორტის საკითხი - პარკირება, საცობები, გამწვანება, უნებართვო მშენებლობები. თქვენი შეხედულებით, რა არის დედაქალაქის უმთავრესი პრობლემა? 
ალეკო ელისაშვილი: გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა - ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები. მაგრამ ცალკე აღებული პრობლემები კი არა, ქაოტურმა მშენებლობებმა შექმნა ტრანსპორტის პრობლემები, მაგალითად, უზარმაზარი კორპუსებია და არ არის შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილები. ასევე, არ არის დათვლილი, როცა სამშენებლო ნებართვას გასცემდნენ, საბურთალოს ქუჩის გამტარუნარიანობა, ნებართვები გაცემულია უზარმაზარ კორპუსებზე და გადაიტვირთა ეს ქუჩა. ქუჩის გადატვირთვა თავისთავად გულისხმობს საცობებს, რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვება გამონაბოლქვი. ამ გამონაბოლქვისგან დაბინძურდა ჰაერი და ა.შ. ეს პრობლემები ურთიერთკავშირშია. მათ ერთმანეთი წარმოშვეს. ეს დეველოპერული ველური ძალისხმევა შევარდა და სკვერები და პარკები გაიჩეხა, რადგან აღარ არის ფიზიკურად მეტი ადგილი. ესეც თავისთავად აისახა ჰაერზე და ა.შ.  
ჩემი მიზანია, ხალხი დავარწმუნო, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი - ჩემი გამარჯვება.
  ამ ყველაფრის ერთ-ერთი წამალი არის ტრანსპორტის გაჯანსაღება. იმიტომ არის ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა, რომ გადაადგილების პრობლემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული. ასევე, არის ძალიან ცუდი გზები, იმის მაგივრად, რომ  იყოს ინტეგრირებული გზები და სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მეტრო ერთმანეთს ავსებდნენ, რეალურად არიან ერთმანეთის მადუბლირებლები. მეტროს თავის ხაზზე მიდის ავტობუსის ხაზი, სამარშრუტო ტაქსის ხაზები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მგზავრებს ართმევენ ერთმანეთს. 1980-იანი წლებიდან ასე ქაოტურად დაგეგმილი ტრანსპორტის სისტემა გვაქვს. სატრანსპორტო ქსელი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთმანეთს ავსებდნენ. პირველ რიგში, უნდა იფარებოდეს ის ტერიტორიები, სადაც მეტრო არ დადის. სატრანსპორტო ხერხემალი უნდა იყოს მეტრო. მეტროზე უნდა დაშენდეს დანარჩენი სატრანსპორტო სისტემა. ყველას ძალიან სიამოვნებს ამ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. კომფორტული, ეკოლოგიური და გამართული სატრანსპორტო სისტემა არის საჭირო. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა დიდი იქნება, შემდეგ ხალხი ნელ-ნელა იტყვის უარს მანქანებით სიარულზე. ეს დროში გაიწელება, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელია.  
დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
 
  • თქვენი სოციალური პოლიტიკა როგორი იქნება?
ალეკო ელისაშვილი: პირველ რიგში, რაც შემიძლია, ვთქვა შშმ ადამიანებისთვის, ყველა საჯარო შენობა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, ადაპტირებული იქნება. ზოგჯერ შენობაში ასასვლელი არის, მაგრამ არ არის საპირფარეშო. შენობაში გადაადგილება შეუძლებელია იმიტომ, რომ ლიფტი არ არის. გარედან, მხოლოდ ვიზუალისთვის, არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ადაპტაცია. ახალი ავტობუსები არის ადაპტირებული, მაგრამ გაჩერებები არ არის ადაპტირებული. მეტრო საერთოდ არ არის ადაპტირებული. შშმ ადამიანებისთვის მეტროთი მგზავრობა შეუძლებელია. ეტლით მოსარგებლე ადამიანები თვალში არ გვხვდებიან იმიტომ, რომ არიან მძევლებად სახლებში გამოკეტილნი.  
გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა - ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები.
 
  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში სხვა კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას?
ალეკო ელისაშვილი: არა, რადგან არ მინდა, რომ ამით პოლიტიკა დაემსგავსოს ცირკს. ეს არ იქნება სერიოზული. მათ ექნებათ უფლება, რომ მაკრიტიკონ, კრიჭაში ჩამიდგან, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, არასერიოზული რაღაცები კეთებას არ ვაპირებ.  
ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას.
 
  • თქვენი შეფასებით, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ალეკო ელისაშვილი: მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი და ჩემი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გავზომო, ვინ არის ჩემი კონკურენტი, არამედ ის, რომ ხალხი დავარწმუნო, გამარჯვება სრულიად შესაძლებელია; რომ ჩვენ შეგვიძლია, ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი - ჩემი გამარჯვება. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი გამოწვევა.  
ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცეპრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს.
 
  • ცოტა პოლიტიკას რომ გავცდეთ, გკითხავთ: რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში?
ალეკო ელისაშვილი: სადაც უნდა ვიყო, 1 კვირაში თბილისში მინდა! ნებისმიერ ადგილას წრიალს ვიწყებ, ჯერ ვერ ვიაზრებ ხოლმე, რა მჭირს და მერე ვხდები, რომ თბილისში მინდა არანორმალურად. სულ მაქვს ის განცდა, რომ რომელი მხრიდანაც უნდა შემოვდიოდე, პატარა ბავშვივით მიხარია! მგონია, რომ სახლში ძალიან მყუდროდ ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში თბილისში შემოსვლა მთლად სახარბიელო არ არის. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტამბოლმა.
  • რატომ? როგორ?
ალეკო ელისაშვილი: ეს ქალაქი გამოტენილი არის ისტორიით, - ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ბიზანტიური, რომაული წარსული და თან მერე ჩემზე ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა, იქიდან სულ სხვანაირად დავინახე საქართველო და მისი ისტორია. ჩვენი ბედი ძალიან ხშირად სწორედ იქ წყდებოდა. როცა სამეფო სასახლეში ვიყავი, საშინელი განცდა მქონდა, რომ აი აქ, ამ ოთახებში წყვეტდნენ ჩვენს დასჯას, დარბევას, აოხრებას, პოლიტიკურ ცვლილებებს, მეფის გამოცვლას და ა.შ. ამან ისე იმოქმედა, რომ საქართველოს ისტორიის რეტროსპექტივა მქონდა. რომ დავდიოდი, ვფიქრობ, რამ გადაგვარჩინა-მეთქი?! ბიზანტია და ბიზანტიელები აღარ არსებობენ იმ ქალაქში, ჩვენ კი ვართ ისევ. გასაოცარია!    

თათია კაკიაშვილი 

[post_title] => ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => khalkhis-samsakhuri-aris-chemi-mtavari-dapireba-interviu-aleko-elisashviltan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-21 13:04:01 [post_modified_gmt] => 2017-09-21 09:04:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=166097 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 165298 [post_author] => 12 [post_date] => 2017-09-19 17:07:10 [post_date_gmt] => 2017-09-19 13:07:10 [post_content] => თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობაში 30 ბავშვზე ერთი აღმზრდელი მოდის ანუ ჯგუფებში, სადაც 52, 58 და 60 ბავშვია, მათი მოვლა, ბავშვებზე ზრუნვა, სწავლა და ა.შ.  გასული წლების მსგავსად, კვლავ ერთ მასწავლებელს და ერთ აღმზრდელს უწევს.  სწორედ  ასეთი მდგომარეობა დახვდათ არდადეგებიდან დაბრუნებულ მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს საბავშვო ბაღებში.    სწავლა სააღმზრდელო დაწესებულებაში გუშინ დაიწყო და ამის პარალელურად მშობლები უკვე უჩივიან პრობლემებს. პრობლემების ნაწილი ახალია, ნაწილი კი  - ძველი. ყველაზე მეტად წელს მშობლებს ჯგუფების გადავსებაზე აქვთ პრეტენზიები. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბაღში მისულ ბავშვებსა და მშობლებს დახვდათ, არასაკმარისი ოდენობის საწოლებია. სკოლის ადმინისტრაციას გათვლა ამ შემთხვევაში ბავშვების დასწრებაზე აქვთ, რომელიც არასდროსაა, მათი თქმით, 100%-იანი. ხშირია ბაღში აღსაზრდელების გაცდენა სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ჩარიცხული ყველა ბავშვი მივა ბაღში, ასეთ დროს რა მოხდება, ამაზე პასუხი არ აქვთ და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ პატარებს ძილი მორიგეობით მოუწევთ, ან მათი ნაწილი, უბრალოდ, ვერ დაიძინებს.  ძველია, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება აღმზრდელების არასათანადო კვალიფიკაცია. ისინი ჯგუფში ახლადჩარიცხულ ბავშვებზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ და ხშირად შვილების ტირილსა და წუწუნზე რეაგირებას თავად მშობლებს სთხოვენ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან მათი და ბაშვებს შორის ურთიერთობა თავად დაასტაბილურონ და პატარებს უცხო გარემოში - ბაღში წასვლა სასიამოვნო პროცესად უქციონ.
„გადავსებულია ჯგუფები. ჩემი შვილის ჯგუფში 60 ბავშვია სიაში. აღმზრდელი ჰყავთ ისევ ორი. გარდა ამისა, იმაზე ბევრად ნაკლები საწოლია, ვიდრე ჯგუფში ბავშვი ირიცხება. ვითომ, ყველა არ იძინებსო, ნაწილი არ მოვაო. ამაზე გათვლა არ მგონია სწორი,“ -  განუცხადა „ფორტუნას“ ლილე დავითაძემ.
მის მსგავსად, ჯგუფში ბავშვების საკმარისზე მეტ ოდენობას უჩივის თათია მაისურაძეც. ის  ამბობს, რომ მისი შვილის ჯგუფში 42 ბავშვია, საწოლი კი 32. ამ შემთხვევაშიც ბაღის დირექციას გათვლა ბავშვების დასწრებაზე აქვს.  
„ყველა ხომ არ ივლისო, ასე მიპასუხეს.  გარდა ამისა, ვინც არ მოვა, იმის თეთრეულს გამოცვლიან და სხვა ბავშვისას გადააკრავენო, თუმცა ამის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის გაცდენის შემთხვევაში, საწოლი თუ არ ეყოფათ, მის თეთრეულში სხვა ბავშვს ჩააწვენენ. ვერც გავაკონტროლებ. ბავშვების შემნახველი კანტორა უფროა, ვიდრე სააღმზრდელო დაწესებულება,“  - ამბობს თათია მაისურაძე.
არცერთ მათგანს ბავშვი ბაღში წელს  პირველად არ მიუყვანია, თუმცა გასულ წელს მსგავსი პრობლემები არ ჰქონიათ. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ გადატვირთულ ჯგუფებში ინვენტარის შევსებასა და აღმზრდელების დამატებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. 
„გადატვირთული ჯგუფებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამატებთ შესაბამის ინვენტარს. ვაშენებთ ახალ ბაღებს და გადატვირთულობაც ამით მოიხსნება. თუმცა, რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის გადატვირთული, იმიტომ, რომ მოთხოვნა არის მაღალი და ვცდილობთ, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ახლა მივიღეთ სათათბირო ორგანოების საშუალებით ის ბავშვები, რომლების მშობლებსაც ჰქონდათ მოთხოვნა. ჩვენც გავითვალისწინეთ მათი ეს მოთხოვნა. ბავშვების დასწრებადობა არის 65-70%. ყველა არ დადის. ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და უახლოეს ორ კვირაში დავამატებთ აღმზრდელებსაც და საჭირო ინვენტარსაც,“ - განუცხადა „ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.
ერთსა და იმავე ოთახში, სადაც აქამდე, საშუალოდ, 30 ბავშვი ირიცხებოდა, წელს კი ეს რიცხვი რამდენიმე ათეულითაა მომატებული, პედიატრები სერიოზულ საშიშროებას ხედავენ ინფექციების გავრცელების კუთხით.
„მაღალი სიმჭიდროვე არამარტო ბაღებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახშიც კი სარისკოა. მაღალი სიმჭიდროვე -  6-7 კაცზეა საუბარი, უკვე ზრდის ინფექციების გავრცელების რიცხვს. თანაც, მკვეთრად ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად  ერთი-ერთი კომპონენტია ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა, მინიმუმ, 2 საათის განმავლობაში და ოთახის ხშირი განიავება. ეს კი 60 ბავშვის პირობებში ვფიქრობ, რთული იქნება. 30-ის მაგივრად 60 მეტისმეტია. 30 ბავშვიც კი ძალიან რთულია, გაიყვანო გარეთ, როცა ორი ზედამხედველია. ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად ურჩევნიათ, დატოვონ შენობაში. ეს კი დიდი რისკია ინფექციების გავრცელების,“  - განუცხადა „ფორტუნას“ პედიატრმა ეკა უბერმა
კანონი, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო,  2017 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება, თუმცა ის სრულად ძალაში 2020 წელს შევა. კანონით დადგენილია, რომ 2-3 წლიან ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3-4 წლიან და 4-5 წლიან ჯგუფებში კი 30-ს. გაწერილია ასევე თუ ბავშვების ოდენობაზე რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს გათვლილი.  2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:13-ზე მეტი; 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე  ბავშვების ჯგუფში 1:15-ზე მეტი.  რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად თუ დავთვლით, 3-4 წლიანი ბავშვების ჯგუფში 30 ბავშვზე ერთი ზედამხედველი უნდა იყოს, 45 ბავშვზე 3, 60 ბავშვს კი 4 აღმზრდელ/პედაგოგი უნდა ჰყავდეს.   ქეთი გიგოლაშვილი  [post_title] => საბავშვო ბაღებში გადავსებული ჯგუფები - რამდენად უსაფრთხოა ჯგუფში 50-60 ბავშვის ყოფნა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sabavshvo-baghebshi-gadavsebuli-jgufebi-ramdenad-usafrtkhoa-jgufshi-50-60-bavshvis-yofna [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-19 17:46:05 [post_modified_gmt] => 2017-09-19 13:46:05 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=165298 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 165279 [post_author] => 12 [post_date] => 2017-09-19 15:36:31 [post_date_gmt] => 2017-09-19 11:36:31 [post_content] => „SOS!!! კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს  ჯდომა ბავშვებში აუტიზმს იწვევს,“ - მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. პოსტის ავტორი ფრანგი მედიკოსების კვლევაზე საუბრობს, თუმცა მასალაში  წყარო მითითებული არ არის. რა კავშირი აქვს აუტიზმს და ელექტრონულ გაჯეტებს ერთმანეთთან?  ბავშვთა ფსიქოლოგი, ნატა მეფარიშვილი, ქართველ მშობლებს ამშვიდებს და ამბობს, რომ აუტისტური ქცევა, რომელიც დიდხანს  კომპიუტერთან ჯდომამ შეძლება, გამოიწვიოს, აუტიზმი არ არის.
 „ის, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან დიდხანს ყოფნა აუტიზმის იწვევს, არასწორია.  აუტიზმი თავის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევაა და ამ დიაგნოზის ასე ხელაღებით დასმა არ ხდება. როცა საუბარია მსგავსი შინაარსის კვლევაზე, მას თან სანდო წყაროც უნდა ახლდეს. ზოგადად, სერიოზული ხასიათის კვლევები ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა, ბავშვის ქცევა ჰგავდეს აუტისტურ ქცევას , სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუმცა აუტიზმის კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომით გამოწვევა შეუძლებელია,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.  
ფსიქოლოგთა პრაქტიკაში არის შემთხვევები , როცა ბავშვი არ საუბრობს,  არ  გიყურებს, არ ურთიერთობს, ჰგავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს.  მას შემდეგ, რაც მშობლები გადაწყვეტენ,  რომ ბავშვს აუტიზმი აქვს და იწყებენ პრობლემაზე მუშაობას, ეს სიმპტომებიც ქრება. პრობლემები, რომლებსაც ბავშვებში კომპიუტერთან ან ტელეფონთან გატარებული საათები იწვევს, ისედაც საკმარისია.
  • აგრესია;
  • განვითარების შეფერხება;
  • სიმსუქნე;
  • ძილის პრობლემები;
  • დეპრესია;
  • შფოთვა;
  • ყურადღების დეფიციტი;
  • სირთულეები სწავლისას;
  • ფსიქიკური აშლილობა.  
     „ბავშვები ჩვენი მომავალია, მაგრამ მათ არა აქვთ მომავალი ვირტუალურ სივრცეში“ მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ელექტრონული თამაშები - ბავშვთა ფსიქოლოგები და პედიატრები ფიქრობენ, რომ  დრამატულად გაიზარდა ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა, მათ შორის ძალიან პატარა ასაკის ბავშვებშიც,  რაც რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება.ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ვირტუალურ სივრცეში, რეალურ სამყაროში უჭირთ მოქმედება და ურთიერთობა, - ამბობენ სპეციალისტები. კანადელმა ბავშვთა ფსიქოლოგებმა ინტერნეტზე დამოკიდებული და სოციალური  ბავშვების  განვითარების პირამიდა შეადგინეს.       რა დროს უნდ ატარებდეს ბავშვი ეკრანთან ბავშვები, რომლებიც 7 საათზე მეტ დროს ატარებენ კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანთან,  იზოლირებული არიან გარშემომყოფებისგან, არ ურთიერთობენ მშობლებთან და თანატოლებთან. ამერიკისა და კანადის პედიატრთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ ერთობლივ გაიდლაინში ასაკობრივად არის განსაზღვრული და ლიმიტირებული ბავშვისა და ელექტრონული გაჯეტების ურთიერთობის დრო. მშობლებისთვის საახელმძღვანელო ცხრილი ასე გამოიყურება:
0-2 წელი დაუშვებელია
3-5 წელი 1სთ/დღეში
6-12 წელი 2სთ/დღეში
    თამუნა გოგუაძე   [post_title] => ელექტრონული გაჯეტები და აუტიზმი - რას ამბობენ ფსიქოლოგები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => eleqtronuli-gajetebi-da-autizmi-ras-amboben-fsiqologebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-19 15:46:19 [post_modified_gmt] => 2017-09-19 11:46:19 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=165279 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 166097 [post_author] => 12 [post_date] => 2017-09-21 12:47:33 [post_date_gmt] => 2017-09-21 08:47:33 [post_content] => თავის თავს „დონ კიხოტს“ უწოდებს, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს - თბილისის მერობას აპირებს. ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. როგორც თავად ამბობს, “კომფორტულია, იჯდე მყუდროდ და ელოდო, როდის მოაგვარებს ვინმე სხვა შენი დედაქალაქის პრობლემებს”,  იმ პრობლემებს, რომლებიც, ელისაშვილის თქმით, ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირშია, მაგრამ თავად ამ პრობლემების საკუთარი ძალისხმევით მოგვარებას გეგმავს.  „ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ იმისთვის, რომ  თბილისის პრობლემები ერთად გადავჭრათ,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.   საკუთარ შანსებსა და გეგმებზე ის „ფორტუნასთან“  საუბრობს.
  • „ფორტუნა“: რა არის თქვენი უპირატესობა,  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?
ალეკო ელისაშვილი: არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ხალხი ისედაც თვითონ ხვდება ჩემს უპირატესობებს.
  • თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება რა არის?
ალეკო ელისაშვილი: წინასაარჩევნო დაპირებების როგორი გამოცდილება გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. პოსტებს დააყენებენ ხოლმე: მილიონი სამუშაო ადგილი, საქართველო სიღარიბის გარეშე, გაზი და დენი გაიაფდებაო და რომ გაძვირდა... ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე. მე ვთხოვდი, უბრალოდ, ყველა მოქალაქეს, - ყველამ გავიხსენოთ, ვინ რას გვპირდებოდა და ვინ რა შეასრულა. ეს რომ კარგად გვახსოვდეს და შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს,  ეს ქვეყანა ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.  
ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე.
  რაც შემეხება მე, ჩემთვის მთავარია, რომ არ ავიკიდე ის ტვირთი, რაც ტრადიციულად აკიდებული აქვთ ხოლმე პოლიტიკოსებს, პარტიებს და რის გამოც ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, ეს არის ბიზნესინტერესები. თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ და მერე პასუხს სცემ. პარტიის შემთხვევაში, რომელი პარტიაც წარგადგენს, იმასთან ხარ ანგარიშვალდებული. ხალხს კი არ აბარებ ანგარიშებს, არამედ ვინც წარგადგინა - იმას. მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო - ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.  
შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს, ეს ქვეყანა  ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.
  მე, რეალურად, წამოვედი და ვარ პოლიტიკაში ხალხის სამსახურისთვის. ვიღაცას სჯერა ამის, ვიღაცას - არა, მაგრამ მთელი 3 წელია, მეტს არაფერს ვაკეთებ საკრებულოში, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვცდილობდი და ვცდილობ, ხალხს ვემსახურო იმიტომ, რომ ის პრობლემები, რაც ხალხს აქვს, მე თვითონ  მაქვს.  მე ვიღაცაზე უფრო აქტიური ვარ და ვიღაცაზე უფრო არ მენანება საკუთარი თავი. მე ეს არჩევანი გავაკეთე. ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, საკრებულოშიც ვემსახურებოდი. პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ. მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.  
თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ.
  შესაბამისად, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან. ახლა არის ჩამპალი და გახრწნილი კორუფციისგან. კვირაში ერთხელ მერიის თანამშრომელს იჭერენ. ამას ყველას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუმცა ეს იმის დასტურია, რომ ყველაზე აქვთ კომპრომატები და ყველა ჰყავთ ჩაწერილი. მე გავწმენდ ყველაფერს და ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველას! დღეს მერიაში დაავიწყდათ მაღალჩინოსნებს და გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ისინი ხალხმა მიიყვანა იქ, ხალხისგან იღებენ ფულს და ხალხის სამსახურში უნდა იყონ. ხალხს ზემოდან კი არ უნდა უყურონ, ისე კი არ უნდა აწამონ, როგორც ახლა აწვალებენ - წლობით და თვეობით რომ გვატარებენ მერიაში ერთი ელემენტარული პასუხისთვის.  
ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო - ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.
 
  • თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავარი დაპირება არის ხალხის სამსახურში ყოფნა. როგორ და რა ვადებში აპირებთ ამის შესრულებას?
ალეკო ელისაშვილი: პირველივე დღიდან. პასუხისმგებლობის ელემენტარული განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვინმე საქმეს ცუდად აკეთებს, ვის სჯიან ამის გამო?! ესეც კორუფციაა! როცა, რასაც გინდა, გააკეთებ და არავინ არაფერზე პასუხს არ გთხოვს, აი, იქ მოინჯღრევა მერია და ამ მონჯღრევის დროს ყველა აკეთებს იმას, რაც მისთვის სახეირო არის. ამ დროს ავიწყდებათ ხალხი, ქალაქი და ყველა, ძირითადად, ფულის კეთებაზეა გადასული. ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში. არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული. დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური. ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.  
მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ.
 
  • იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მერი გახდებით, განახორციელებთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?
ალეკო ელისაშვილი: მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, - მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და, აი, ამ ხალხს გამოვცვლი. დანარჩენებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას. ეს იქნება ვადა. თუ ვინმე დავალებებს არ შეასრულებს, თუ ვინმე იუსაქმურებს ან ხელი კორუფციისკენ გაექცევა, არ დავინდობ არავითარ შემთხვევაში. ჩემს ამ დამოკიდებულებას კარგად გრძნობენ საკრებულოში აპარატის თანამშრომლები. არ  აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ქართული ოცნების“ დროს არიან მიყვანილები, ვინც საქმეს აკეთებს, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ.  
მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.  იმის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან.
 
  • თქვენი აზრით, რა არის დღეს დედაქალაქის მთავარი პრობლემა?
ალეკო ელისაშვილი: მძიმე დაავადებების ეპიდემია არის თბილისში და ამის მთავარი წყარო არის დაბინძურებული ჰაერი. ახლახან კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერისგან სიკვდილიანობით და 100,000 მოსახლეზე ეს მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. ქალაქში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ის, რასაც ვსუნთქავთ, ჩვენი ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. აქ უკვე პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ შხამიანი ჰაერი არავის ინდობს საერთოდ! არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არც ჩემს მხარდამჭერებს, არც პირადად მე და არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ამ ჰაერს ყველა ვსუნთქავთ. ახლა ჩვენ, წესით, ყირაზე უნდა ვიდგეთ, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია „ქართულ ოცნებას“.  
მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, - მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და აი, ამ ხალხს გამოვცვლი.
  ჩემი კონკურენტი დგას და რაღაც ვიდეოებს იღებს, როგორ მოუვლის ეკოლოგიას. ყოველდღიურად იჭრება ხეები, წყნეთში, თამარაშვილზე, ბაგებში, ყველგან!  ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე, ნახევარი სკვერი არის ამოთხრილი და სასტუმროს აშენებენ! წერეთელზე სტადიონის დანგრევას აპირებენ და კბილებით გვიჭირავს, მოსახლეობასთან ერთად. ეს ყველაფერი ხდება ახლა - წინასაარჩევნო პერიოდში. ამ დროს კი წინასაარჩევნო „სიაფანდობებს“ ვისმენთ! ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცე-პრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს. ნარმანია მისი მეგობარი არ არის? მათი გუნდის წევრი არ არის? 270 კვ. მეტრზე 8-სართულიანი კორპუსი ააშენა. ასე რომ, ხალხი ძალიან კარგად დაფიქრდეს, ვის რისი გაკეთება შეუძლია.   ჩვენ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში კბილებით გვეჭირა, ხალხთან ერთად, სკვერები, პარკები და სტადიონები. ხომ აქვთ დაპირებები, რომ ეკოლოგიას ააყვავებენ? პარალელურ რეჟიმში ჩეხავენ ხეებს! მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას და გვგონია, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა, ეს შხამიანი ჰაერია! როდესაც დაგვიდგება ის შედეგი, რომელიც ბევრს უკვე დაუდგა, მერე უკვე სხვა აღარაფერს აზრი არ ექნება! პირველი ამოცანა არის ის, რომ შხამიან ჰაერს არ უნდა ვსუნთქავდეთ და ბავშვებს არ უნდა ვზრდიდეთ ასე! ქალაქში ერთი აღებული პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჰაერს ვერ აიღებ და ვერ გაწმენდ. ბევრი პრობლემა თითოეულის დარღვევით იქმნება. ჰაერს აბინძურებს როგორც გამონაბოლქვი, ასევე მტვერი. ეს მტვერი იმიტომ წარმოიქმნება, რომ სამშენებლო სტანდარტებს არავინ იცავს. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ქუჩები არ ირწყვება, მარტო რუსთაველი და ჭავჭავაძის მორწყვა არაა საქმე! მოკლედ, ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა მოგვარდეს: ტრანსპორტი, სამშენებლო რეგულაციები, ხეების და სიმწვანის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ა.შ.  
ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში.
 
  • რა ვადებში გეგმავთ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას?
ალეკო ელისაშვილი: მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ. დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დღეს მჭიდროდ განაშენიანებულ რაიონებში სიმწვანის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3 კვადრატზე ნაკლებია, როდესაც ევროკაშირის სტანდარტი 20 კვადრატია. საბჭოთა სტანდარტი 15 კვადრატი იყო. საბჭოთა დროსაც კი, 1980-იან წლებში თბილისში 12 კვადრატული იყო სიმწვანე. ვერც იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებდით, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით.  გავჩეხეთ და ბუნება, სიმწვანე გავაგდეთ ქალაქიდან!  
არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული და დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური.
  3-ჯერ შეგვიძლია, გავზარდოთ რეკრეაცია. თუნდაც ელექტროდეპოს ტერიტორია რომ ავიღოთ, იქ, ფაქტობრივად, ბუნებრივი გამწვანებაა. ის ჯართი უნდა გავიდეს იმ ტერიტორიიდან და გამწვანდეს ის სივრცე. ეს არ არის ვიღაცის დასანახად გასაკეთებელი საქმე. ის, რომ სამშენებლო რეგულაციები იყოს, ამას უნდა ერთი განკარგულება და ზედამხედველობის სამსახურისთვის ერთი მოთხოვნა. მშენებლობიდან მტვერი რომ იფრქვევა, მიდი და დააჯარიმე. მაგრამ ვინ გაუბედავს ივანიშვილს დაჯარიმებას?! ან სხვა დეველოპერებს, როცა თვითონ არიან „ქართული ოცნების“ წევრები დეველოპერები. თავის თავს ხომ არ დაიჯარიმებენ?! ჩემი მერობის მეორე დღესვე ამ ყველაფერს მკაცრად გავაკონტროლებ. ამას არაფერი უნდა, მონდომების გარდა. ჩვენი ქალაქი არის მიგდებული: ვისაც უნდა, როგორც უნდა ისე აკეთებს! სწორედ ესაა საქმე, თორემ მერობის ერთი და შვიდი ვადა კი არ უნდა!  
მერიაში ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.
 
  • თბილისისთვის არაერთი პრობლემაა თვალშისაცემი. ერთ-ერთი ასეთია ტრანსპორტის საკითხი - პარკირება, საცობები, გამწვანება, უნებართვო მშენებლობები. თქვენი შეხედულებით, რა არის დედაქალაქის უმთავრესი პრობლემა? 
ალეკო ელისაშვილი: გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა - ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები. მაგრამ ცალკე აღებული პრობლემები კი არა, ქაოტურმა მშენებლობებმა შექმნა ტრანსპორტის პრობლემები, მაგალითად, უზარმაზარი კორპუსებია და არ არის შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილები. ასევე, არ არის დათვლილი, როცა სამშენებლო ნებართვას გასცემდნენ, საბურთალოს ქუჩის გამტარუნარიანობა, ნებართვები გაცემულია უზარმაზარ კორპუსებზე და გადაიტვირთა ეს ქუჩა. ქუჩის გადატვირთვა თავისთავად გულისხმობს საცობებს, რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვება გამონაბოლქვი. ამ გამონაბოლქვისგან დაბინძურდა ჰაერი და ა.შ. ეს პრობლემები ურთიერთკავშირშია. მათ ერთმანეთი წარმოშვეს. ეს დეველოპერული ველური ძალისხმევა შევარდა და სკვერები და პარკები გაიჩეხა, რადგან აღარ არის ფიზიკურად მეტი ადგილი. ესეც თავისთავად აისახა ჰაერზე და ა.შ.  
ჩემი მიზანია, ხალხი დავარწმუნო, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი - ჩემი გამარჯვება.
  ამ ყველაფრის ერთ-ერთი წამალი არის ტრანსპორტის გაჯანსაღება. იმიტომ არის ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა, რომ გადაადგილების პრობლემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული. ასევე, არის ძალიან ცუდი გზები, იმის მაგივრად, რომ  იყოს ინტეგრირებული გზები და სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მეტრო ერთმანეთს ავსებდნენ, რეალურად არიან ერთმანეთის მადუბლირებლები. მეტროს თავის ხაზზე მიდის ავტობუსის ხაზი, სამარშრუტო ტაქსის ხაზები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მგზავრებს ართმევენ ერთმანეთს. 1980-იანი წლებიდან ასე ქაოტურად დაგეგმილი ტრანსპორტის სისტემა გვაქვს. სატრანსპორტო ქსელი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთმანეთს ავსებდნენ. პირველ რიგში, უნდა იფარებოდეს ის ტერიტორიები, სადაც მეტრო არ დადის. სატრანსპორტო ხერხემალი უნდა იყოს მეტრო. მეტროზე უნდა დაშენდეს დანარჩენი სატრანსპორტო სისტემა. ყველას ძალიან სიამოვნებს ამ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. კომფორტული, ეკოლოგიური და გამართული სატრანსპორტო სისტემა არის საჭირო. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა დიდი იქნება, შემდეგ ხალხი ნელ-ნელა იტყვის უარს მანქანებით სიარულზე. ეს დროში გაიწელება, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელია.  
დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
 
  • თქვენი სოციალური პოლიტიკა როგორი იქნება?
ალეკო ელისაშვილი: პირველ რიგში, რაც შემიძლია, ვთქვა შშმ ადამიანებისთვის, ყველა საჯარო შენობა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, ადაპტირებული იქნება. ზოგჯერ შენობაში ასასვლელი არის, მაგრამ არ არის საპირფარეშო. შენობაში გადაადგილება შეუძლებელია იმიტომ, რომ ლიფტი არ არის. გარედან, მხოლოდ ვიზუალისთვის, არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ადაპტაცია. ახალი ავტობუსები არის ადაპტირებული, მაგრამ გაჩერებები არ არის ადაპტირებული. მეტრო საერთოდ არ არის ადაპტირებული. შშმ ადამიანებისთვის მეტროთი მგზავრობა შეუძლებელია. ეტლით მოსარგებლე ადამიანები თვალში არ გვხვდებიან იმიტომ, რომ არიან მძევლებად სახლებში გამოკეტილნი.  
გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა - ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები.
 
  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში სხვა კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას?
ალეკო ელისაშვილი: არა, რადგან არ მინდა, რომ ამით პოლიტიკა დაემსგავსოს ცირკს. ეს არ იქნება სერიოზული. მათ ექნებათ უფლება, რომ მაკრიტიკონ, კრიჭაში ჩამიდგან, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, არასერიოზული რაღაცები კეთებას არ ვაპირებ.  
ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას.
 
  • თქვენი შეფასებით, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ალეკო ელისაშვილი: მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი და ჩემი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გავზომო, ვინ არის ჩემი კონკურენტი, არამედ ის, რომ ხალხი დავარწმუნო, გამარჯვება სრულიად შესაძლებელია; რომ ჩვენ შეგვიძლია, ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი - ჩემი გამარჯვება. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი გამოწვევა.  
ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცეპრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს.
 
  • ცოტა პოლიტიკას რომ გავცდეთ, გკითხავთ: რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში?
ალეკო ელისაშვილი: სადაც უნდა ვიყო, 1 კვირაში თბილისში მინდა! ნებისმიერ ადგილას წრიალს ვიწყებ, ჯერ ვერ ვიაზრებ ხოლმე, რა მჭირს და მერე ვხდები, რომ თბილისში მინდა არანორმალურად. სულ მაქვს ის განცდა, რომ რომელი მხრიდანაც უნდა შემოვდიოდე, პატარა ბავშვივით მიხარია! მგონია, რომ სახლში ძალიან მყუდროდ ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში თბილისში შემოსვლა მთლად სახარბიელო არ არის. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტამბოლმა.
  • რატომ? როგორ?
ალეკო ელისაშვილი: ეს ქალაქი გამოტენილი არის ისტორიით, - ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ბიზანტიური, რომაული წარსული და თან მერე ჩემზე ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა, იქიდან სულ სხვანაირად დავინახე საქართველო და მისი ისტორია. ჩვენი ბედი ძალიან ხშირად სწორედ იქ წყდებოდა. როცა სამეფო სასახლეში ვიყავი, საშინელი განცდა მქონდა, რომ აი აქ, ამ ოთახებში წყვეტდნენ ჩვენს დასჯას, დარბევას, აოხრებას, პოლიტიკურ ცვლილებებს, მეფის გამოცვლას და ა.შ. ამან ისე იმოქმედა, რომ საქართველოს ისტორიის რეტროსპექტივა მქონდა. რომ დავდიოდი, ვფიქრობ, რამ გადაგვარჩინა-მეთქი?! ბიზანტია და ბიზანტიელები აღარ არსებობენ იმ ქალაქში, ჩვენ კი ვართ ისევ. გასაოცარია!    

თათია კაკიაშვილი 

[post_title] => ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => khalkhis-samsakhuri-aris-chemi-mtavari-dapireba-interviu-aleko-elisashviltan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-09-21 13:04:01 [post_modified_gmt] => 2017-09-21 09:04:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=166097 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 160 [max_num_pages] => 54 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => a44e262f6e86bea6a982e92b179403bd [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები