საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52-წლის მამაკაცმა მეუღლეს სცემა

124

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა.

პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა – თავში და ბეჭებში. ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა” – აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

პროკურორის ბრალდებით, მამაკაცი სიტყვიერად დაემუქრა მეუღლეს და შემდეგ თავზე და ტანზე სამჯერ დაარტყა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი.

დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი აცხადებს, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და, მხოლოდ, ამის გამო გამოიძახა პოლიცია.

„ როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. “-ამბობს დაზარალებული.

ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალი 151-ე და 126-ე მუხლების მიხედვით წარუდგინა, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები