LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები, ფასდაკლება და სიახლეები: ”ისი-პარი” მომხმარებელს გაზაფხულის დადგომას ულოცავს

460

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” გაზაფხულის დადგომას მოსახლეობას ტრადიციული ფასდაკლების აქციით ულოცავს. 1-დან 10 მარტის ჩათვლით, კომპანიის ყველა ფილიალში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელი 20-დან 50%-ამდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ამასთან, როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, 3 და 8 მარტს, დედის და ქალბატონების დღესთან დაკავშირებით, ფასდაკლებით სარგებლობის გარდა, კლიენტი ქსელისგან საჩუქრებსაც მიიღებს.

”გვაქვს განსაკუთრებული საჩუქრები მომზადებული ჩვენი მომხმარებლისთვის და მათ გარკვეულ შენაძენზე, 3 და 8 მარტს გადაეცემათ ეს საჩუქრები. ამასთან, მხოლოდ 8 მარტს, ყოველი მერვე მყიდველი ქსელისგან დამატებით კიდევ ერთ საჩუქარს მიიღებს. ასე რომ, ”ისი-პარი” გაზაფხულის დადგომასთან ერთად საკუთარ ერთგულ მომხმარებელს ტრადიცულად საჩუქრებით ანებივრებს”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, 1-დან 10 მარტის ჩათვლის ”ისი-პარი” გარკვეულ ბრენდებზე უფრო მაღალი ფასდაკლების დღეებსაც აცხადებს. მაგალითად, 7 მარტს კომპანიის პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ფილიალებში გაიმართება ”ლანკომის” დღე და მომხმარებელი ამ ბრენდის ყველა პროდუქციაზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

როგორც ხატია შამუგია ამბობს, უახლოეს დღეებში პარფიუმერული კომპანია მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს წარმოდუგენს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ”ისი-პარიმ” ქართველ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით Izia ქალბატონებისთვის შეიქმნა და ფრანგულ ბრენდ Sisley-ს ეკუთვნის. ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე 22 თებერვლიდან შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში. შესაბამისად, ღირებულებაც 195 ლარიდან იწყება და 430 ლარამდეა.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები