LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები, ფოტოები, ცრემლები – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ემოციური დღე კუნძულზე (ფოტო)

242

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიური ტურნეს მეექვსე დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა. მეუღლეებმა კუნძული ფრეიზერი ჯერ ცალ–ცალკე მოინახულეს, მოგვიანებით კი, ფანებს ერთად შეხვდნენ. სასექსის ჰერცოგთან და მის მეუღლესთან შესახვედრად უამრავმა ავსტრალიელმა მოიყარა თავი. ფანები მას ფოტოაპარატით, ტელეფონებით, ყვავილებითა და საჩუქრებით ელოდნენ. ფოტოებზე ჩანს, რომ მეგან მარკლი გაოგნებულია ხალხის სტუმართმოყვარეობით და ემოცია ყველა კადრში ჩანს. გულშემატკივრებმა მასთან ფოტოები გადაიღეს, ავტოგრაფებიც მიიღეს და საჩუქრებიც გადასცეს.

ამ დღეს მეგანმა არჩევანი Reformation-ის სარაფანზე გააკეთა, რომელიც ღია სანდლებთან ჰქონდა შეხამებული. ზოლიანი კაბა ქამრით ბრენდის საიტზეც დევს და მისი ღირებულება 166 ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები