LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები მატარებელში – რა მოხდა 26 მაისს?

100

26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მგზავრობა სწორედ 26 მაისს გადაწყვიტეს, მატარებლებში სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღეს. როგორც ”ფორტუნას” რკინიგზიდან აცნობეს, სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულმა კონსულტანტებმა მატარებლებში ვიქტორინები გაათამაშეს. გამარჯვებულებმა კი, სამახსოვრო პრიზები მიიღეს. ყველა მატარებლებში დაჯილდოვდნენ გამორჩეული მგზავრები, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმგზავრეს.

”აღსანიშნავია ის, რომ სწორედ 26 მაისს, თბილისი –  ბათუმის მატარებელში აღმოჩნდა ის მგზავრი, რომელსაც წლის განმავლობაში მატარებლით მგზავრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. ეს ქალბატონი ნინო ბაკურაძე არის, რომლისთვისაც  მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზის საჩუქარი”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე ინფორმაციით, რკინიგზის ყველა მგზავრისათვის, ყოველ 26 მაისის მატარებლით მგზავრობა დაუვიწყარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები