LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებელ სახლთან ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება

224

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება.  ვიცემერის თქმით, პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში.

„ამა თუ იმ ზონის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება. მათ საათობრივად პარკირების საფასურის გადახდის საკითხი ნამდვილად არ შეეხებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ოპერირებას უწევს მეტროს და ავტობუსების სისტემას. შემოსული თანხები ისევ და ისევ ტრანსპორტის სისტემის განვითარებას მოხმარდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა.

„ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა შემოვიდეს, მომზადებული გვაქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას. თბილისის მერია უახლოეს კვირებში წარადგენს კონკრეტულ გეგმას თუ როგორი იქნება ქალაქშისატრანსპორტო პოლიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები