LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანა ჩავარდა

55

გამთენისას თბილისში, გზიდან საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.

ინციდენტის  დროს ეზოში არავინ იყო, დაშავებულები არ არიან, თუმცა მანქანა დაიმტვრა.

შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ავტომანქანა თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებას ეკუთვნის.

ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა “ფეისბუქის” მომხმარებელმა თეა ახობაძემ გაავრცელა.

“რა გავაკეთო, მითხარით, რომ ჩვენს ძვირფას მერიას გავაგებინო ააშენონ კედელი, ეს არის ეზო სადაც ხალხი დადის და ბავშვები თამაშობენ. ყოველ თვე მანქანა ვარდება. მერიას მივმართე და მერე რა …..” – წერს ახობაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები