LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ათენებს ღამეებს ნინი შერმადინი?

206

12 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, „წისქვილი ჯგუფის“ სანადიმო დარბაზში, შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ნინი შერმადინის ახალი კლიპისა და ალბომის პრეზენტაციაზე შეიკრიბებიან. ნინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლახან დაბრუნდა სპეციალურად ამ პროექტის მოსამზადებლად. კლიპი უკვე გადაღებულია, ალბომი კი ჯერ კიდევ ჩაწერის პროცესშია. ნინი ხშირად ათავსებს სოციალურ ქსელში ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ სტუდიაში დღესა და ღამეს ასწორებს ალბომის მოსასწრებად.

დისკი 10 ინგლისურენოვანი სიმღერით არის დაკომპლექტებული, რომელთანაც ყველა ნინი შერმადინმა დაწერა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ალბომი 12 დეკემბერს, საღამოს იქნება მზად.

რაც შეეხება ფოტოსესიასა და ალბომის დიზაინს, ის „კრეატივ რუმმა“ შექმნა. ნინი ჩვენ წინაშე საინტერესო იმიჯით წარდგება.

 

8b606ce8-2b8a-450f-9aef-8d5f9b8c85e5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები