LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობენ მსოფლიოს ლიდერები?

498

ყველას სმენია თეთრი სახლის შესახებ, თუმცა სად ცხოვრობენ მსოფლიოს სხვა ლიდერები?

გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები მდიდრულ სახლებში თუ სასახლეებში ცხოვრობენ, რაც მათ სტატუსს შეეფერება კიდეც.

ეს სასახლეები აღჭურვილია ფუფუნებისთვის და კომფორტისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ნივთითა და მსოფლიო ხელოვნების შედევრებით.

ტოკიოს იმპერიული სასახლის და პარიზის ელისეის სასახლის გარდა, არის სხვა საკმაოდ მდიდრული „სავანეებიც”…

  1. ალვორადას სასახლე, ბრაზილია – 1956 წლიდან აქ ცხოვრობენ ბრაზილიის პრეზიდენტები

მინიმალისტურ რეზიდენციას აქვს ლუქს ოთახი და გიგანტური მისაღები, სარდაფში კი განლაგებულია სათამაშო ოთახი და სამზარეულო.

2. ელისეის სასახლე. პარიზი – ეს შენობა საფრანგეთის რესპუბლიკის რეზიდენცია 1840 წლიდანაა. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აქ 2012 წელიდან ცხოვრობს.

სასახლე 1722 წელს აშენდა და ის ოქროთია მოპირკეთებული.

პრეზიდენტის კაბინეტს აქ “ოქროს ოთახს” უწოდებენ. კაბინეტში კედლებიდან დაწყებული, სკამებით დამთავრებული, ყველაფერი ოქროთია მოპირკეთებული.

3. საიმპერატორო სასახლე ტოკიოს შუაგულში – ამ სახლში ცხოვრობს იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო და მისი ოჯახი.

4. თეთრი სახლი ვაშინგტონში – ეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რეზიდენციაა. აქაა, ასევე ყველაზე ცნობილი “ოვალური კაბინეტი”, სადაც ამჟამად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან პირებს ხვდება.

თეთრ სახლში ორი სასადილო ოთახია – ერთი პრეზიდენტის ოჯახისთვის, ერთიც სამუშაო შეხვედრებისთვის.

5. მოსკოვის კრემლი – “ციხე, ქალაქის შიგნით” აშენდა XIV და XVII საუკუნეებს შორის. სწორედ ამ კომპლექსში განლაგებულ შენობებში ცხოვრობენ ამ დროიდან რუსეთის პრეზიდენტები.

სენატის შენობა –  ეს არის კრემლის შიგნით განთავსებული უზარმაზარი კომპლექსი, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაა.

6. პრეზიდენტის სასახლე ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში – ის 1906 წელს აშენდა და ახლა მხოლოდ ოფიციალური მიღებებისთვის გამოიყენება.

სასახლე დაპროექტებულია ფრანგი არქიტექტორის მიერ და ის საკმაოდ ევროპულად გამოიყურება.

7. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტ მეორე ტექნიკურად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არ არის, ის სწორედ ლონდონის ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს. ეს სასახლე 1837 წლიდან ბრიტანული მონარქიის სიმბოლოა.

სასახლეში 775 ოთახია, რომელიც 52 სამეფო საძინებელს, 188 საძინებელს პერსონალისთვის, 92 კაბინეტსა და 78 წვეულებათა დარბაზს აერთიანებს.

ბრიტანეთის პრემიერი კი ლონდონში, დაუნინგ სთრითის 10 ნომერში ცხოვრობს. ამჟამად აქ ტერეზა მეი ცხოვრობს, მის მეუღლესთან, ფილიპთან ერთად.

8. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, აკ სარაის სასახლეში ცხოვრობს (ცნობილია როგორც თეთრი სასახლე)

სასახლის ღირებულება 615 მლნ დოლარია. აქ 1,100–ზე მეტი ოთახია. თეთრი სასახლე, ვერსალის სასახლეზე და თეთრ სახლზე დიდია.

9. ბელევიუს სასახლე – ნეოკლასიკური სასახლე, შუა ბერლინში 1994 წლიდან გერმანიის პრეზიდენტების ოფიციალური რეზიდენციაა. 

ახლა აქ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ–ვოლტერ შტაინმაიერი ცხოვრობს.

10. კვირინალის სასახლე  – რომი, იტალია. ეს იტალიის პრეზიდენტის 3 რეზიდენციიდან ერთ–ერთია. მისი ზომა 20–ჯერ აღემატება თეთრი სახლის მასშტაბებს. ამ სასახლეში ცხოვრობდა 30 პაპი, 3 მეფე და იტალიის 12 პრეზიდენტი.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დამთვარიელებლებისთვის სასახლის 1200 ოთახი გააღო. XVI საუკუნის სასახლე გამოიყენება გამოფენებისთვისაც.

11. პრინცი ჰანს ადამ II ლიხტენშტაინის დედაქალაქ ვადუციში, გორაკზე მდებარე ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ეს რეზიდენცია დახურულია და მხოლოდ ერთ დღეს 15 აგვისტოს (ლიხტენშტაინის ეროვნული დღე) შეუძლია მსურველებს მისი დათვალიერება.

თამთა უთურგაშვილი

მომზადებულია businessinsider–ის მიხედვით