LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და რა ფასად გაერთობით ახალი წლის ღამეს – ამომწურავი ინფორმაცია

127

31 დეკემბრის საღამო რესტორნებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღეა. წელს, გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, რესტორნებმა მომსახურება 20-30%-ით გაზარდეს. ეს დაეტყო იმ ფასსაც, რითაც შეგიძლიათ საახალწლო საღამოების ბილეთი შეიძინოთ. ფასები 200-დან 350 ლარამდე მერყეობს, ამასთან, ზოგან შედის მენიუ, ზოგან მხოლოდ საახალწლო ნუგბარი.

რესტორან „ფუნიკულიორში“ „ბრავო რეკორდსს“ კუბელი შემსრულებელი იანელა ბრუქსი ჩამოჰყავს საკუთარი შოუ-პროგრამით. ერთი ბილეთის ფასი 350 ლარი გახლავთ.

„წისქვილი ჯგუფი“ რამდენიმე ქართველი მომღერლის კონცერტს წარმოგიდგენთ, მათ შორისაა მერაბ სეფაშვილი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, ნინი შერმადინი და ნოდიკო ტატიშვილი. ერთი ბილეთის ფასი, რომელშიც ტრადიციული სუფრაც შედის, 300 ლარი გახლავთ.

რესტორანი „ოტიუმი“ ნიკოლოზ რაჭველს, ნინო ქათამაძესა და „ ინსაითს“ და „შვიდკაცას“ მასპინძლობს. ბილეთის ფასი გახლავთ 300 ლარი ( 200 ლარი კონცერტის ღირებულება, 100 ლარი დეპოზიტი), საჩუქრად კი საახალწლო ნუგბარი და შუშხუნა ღვინო გერგებათ).

„თბილისის ივენთ ჰოლი“ წარმოგიდგენთ ბასისტ ქალბატონს, ნიკ უესტს თავის ბენდთან ერთად. ერთი ბილეთის საფასური 250 ლარია, რომელშიც საახალწლო მენიუ შედის.

„რესტორანი 8 ნომერი“ საახალწლო ღამის გატარებას ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ და დიჯეი ეკალასთან ერთად გთავაზობთ. ბილეთების ფასი 110 და 130 ლარია, მასში შედის საახალწლო ტკბილეული და ერთი ბოთლი ღვინო ან შამპანური თქვენი არჩევანით.

„ძველი ქალაქი“ – წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა ანრი ჯოხაძის, ზურა ხაჩიძის, თაკო მელიქიშვილის, თაკო ვადაჭკორიას, გიორგი მოძმანაშვილისა და ფოლკ-ჯგუფის „ჩვენები“ მონაწილეობით. ბილეთის ფასი გახლავთ 150-200 ლარამდე, საახალწლო სუფრის ჩათვლით.

დიჯეი რემბოს ახლად გახსნილ კლუბში „Block“, საახალწლო საღამოზე სალომე ბაკურაძე მღერის და თავად რემბო უკრავს. ასევე მაყურებლის წინაშე წარდგება ბენდი „მიქსტურა“. შოუპროგრამა ჯეიმს ბონდის თემაზეა აწყობილი. ბილეთის ფასი 200 ლარია. შედის ფურშეტის სტილის სუფრა, სასმელებიდან კი შეგიძლიათ აარჩიოთ კოქტეილი, არაყი ან შამპანური.

კლუბ „ბოტეგაში“ დათო გომართელი და თიკა ფაცაცია იმღერებენ თქვენთვის. ერთი ბილეთის ფასი, სადაც მენიუც შედის, 220 ლარი გახლავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები