LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დაილურჯა სხეული ანრი ჯოხაძემ და რატომ არ მოუწონა რობი უილიამსს უკანალის ჩვენება

94

ანრი ჯოხაძე კვლავ გააქტიურდა შემოქმედების კუთხით. ნუცა შანშიაშვილთან ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო, რომლის პრემიერაც მალე შედგება.

ანრი რობი უილიამსის კონცერტსაც დაესწრო და მას შემდეგ, რაც რობიმ მაყურებელს უკანალი მიუშვირა, ასეთი სახის მესიჯი მიიღო: „გთხოვ, მასწავლე რეცეპტი, როგორ გადაურჩი ქართველ ერს უკანალის გამოჩენის გამო, რობი უილიამსს უნდა ვასწავლო…“ ეს მონაწერი ანრიმ „ფეისბუქზე“ დადო და ბევრი იმხიარულა ამის გამო.

„ფორტუნა“ მომღერალს ესაუბრა.

ანრი, ქართულ შოუბიზნესში რაიმე ახალი ხდება?

საცერზე ყრია. უკან არ მიდის. მსმენელი ელოდება, ვინ ჩამოიცრება და ეს პროცესი წლებია, მიდის. მე სხვა ბიზნესი არ მაქვს და კი მაცვია „რიკ ოუენსის“ კედები. რა ღირს, ამის თქმა არ შეიძლება (იცინის). ერთეულებისთვის ყოველთვის არის შოუც და ბიზნესიც. ეს არის ქვეყანა, რომელიც შესაძლოა გავაიგივოთ ერთოთახიან ბინასთან. ერთი ხელიც არ გჭირდება, რომ ჩამოთვალო, რამდენი მომღერლისთვის არის განკუთვნილი ეს სივრცე.

ამ ხუთეულში შენ შედიხარ?

როგორ არა, ჩიტო? ოღონდ, ჩემი თაობის მომღერლებს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, წინა თაობაში არიან დიდი არტისტები, რომლებსაც შემოსავალი ამ საქმიდან აქვთ. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საკუთარი შემოსავლებით, ყველა რეკორდს ხსნის, იმდენი მიწვევა აქვს. ასე რომ, შოუბიზნესი არსებობს.

შემოსავალი ხომ არ მოგაკლდა ბოლო დროს?

ვერ ვიტყოდი, პირიქით, უფრო მომემატა…

13324219_10208297217441168_1715449723_o (1)როდის გამოდის შენი და ნუცა შანშიაშვილის კლიპი?

დღე დღეზე. იქით-აქეთ დავდივარ, ბევრი საქმე მაქვს და დროში ამიტომაც გამეწელა. ძალიან მინდა, რომ კინოთეატრში შედგეს პრეზენტაცია. საჩვენებლად მაინც დავპატიჟებ კოლეგებსა და ჟურნალისტებს. ძალიან ლამაზი კლიპია და მეცოდება მხოლოდ ტელევიზიით გასაშვებად.

როგორი იყო გადაღებები?

საშინელი… ნუცა მაბრაზებდა (იცინის). ვხუმრობ. უბრალოდ, ყველაზე რთულად გადასაღები აღმოჩნდა, რადგან ტექნიკური სიძნელეები შეგვექმნა, უნდა გვეფრინა და ამის გამო მეორე დღეს სხეულები სულ დალურჯებული გვქონდა. ასე რომ, ფრენა რთულია (იღიმის).

რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნე. მგონი, შენს ჩახდაზე არ ყოფილა ამდენი ამბავი, რაც უილიამსის უკანალის ჩვენებას მოჰყვა…

მოდი, შევთანმხდეთ, რომ მე არ ჩამიხდია, მე გავიხადე და მაყურებლისთვის, უკანალი, პირდაპირი მნიშვნელობით არ მიმიშვერია. ეს იყო კადრი და ესთეტიკა. რობი კარგი აღნაგობის ბიჭია, მაგრამ მისი საქციელი უფრო ეპატაჟურია, ვიდრე ჩემი. ჩემი  უკანალი ასეთი მსხვილი კადრით არ ჩანდა. რობიმ რომ უკანალი მოგვიშვირა, იმ დროს მთვარე მერწყულში იყო და ამან უბიძგა… მე, რობის ადგილას, უკანალს არ მივუშვერდი მაყურებელს. ქვედაბოლოს ავიწევდი და წინა ხედს ვაჩვენებდი. როგორც მაყურებელს პოზაც არ მომეწონა, რითაც ერთი ადგილი მოგვიშვირა. წინიდან რომ აიწია, ის უფრო „პონტური“ იყო… უკანალი რომ გვაჩვენა, იმათ შევადარე, „კაზაკებს“, ბიჭების ჯგუფი რომ არის, ქუსლებზე რომ ცეკვავენ (იცინის).

რაც შეეხება კონცერტს, ძალიან ვისიამოვნე. გამიხარდა, რომ თბილისში ასეთი ჟრიამული ატყდა, ამ რანგის ვარსკვლავის ჩამოსვლის გამო. ჩაგვიტარა მასტერკლასი. მე, როგორც მომღერალმა, უამრავი საინტერესო ინფორმაცია მივიღე.

ნინო მურღულია

13340620_10208297216481144_223951222_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები