LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ძვირდება ბინები ყველაზე მეტად

97

უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მზარდი ფასები ოსლოშია. საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-მა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ბინების ფასები მუდმივად იზრდება. 2017 წლის რეიტინგში კი ნორვეგიის დედაქალაქი ლიდერობს, რაც იპოთეკის დაბალი პროცენტისა და დინამიური შრომის ბაზრის დამსახურებაა. საინტერესოა, გასულ წელს ოსლოში ბინებზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ფასები არც მეტი არც ნაკლები 30-40%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, მომდევნო პოზიციებს, 10-15%-იანი ზრდით ამსტერდამი და როტერდამი იკავებენ. 11%-ით გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება პორტუგალიის პორტოში. რაც შეეხება პარიზსა და ლიონს, მათ შემთხვევაში ზრდა საკმაოდ სტაბილური – 2-3%-იანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები