LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაიცნო ხატია შამუგიამ სტანისლავ ბონდარენკო – „ლაივში ბევრად უფრო მომხიბვლელია…“

244

ხატია შამუგიამ ახლახან სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც მისგან შევიტყვეთ, მსახიობს, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, ინტერვიუსთვის შეხვდა.

ხატია შამუგია:

ჟურნალში ჩემი რუბრიკა მაქვს და სტანისლავ ბონდარენკოს ინტერვიუსთვის შევხვდი სისხამ დილას (იღიმის). ძალიან დაკავებულია და გამიხარდა, რომ დამთანხმდა. ვიფიქრე, რომ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდოდა.

იცნობდი სერიალებიდან?

ძალია მიყვარს ფილმები, მაგრამ არა სერიალები. ცხოვრებაში სულ ორი სერიალი მაქვს ნანახი, „ტვინ პიკსი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“. ასე რომ, სტანისლავ ბონდარენკოს შესახებ მაშინ შევიტყვე, როდესაც თბილისში ერთი ამბავი ატყდა და დავინტერესდი. ჩემი კომპანია „ცეკვავენ ვარკვლავების“ პარტნიორია და ლაივებზე შევხვედრივარ, მაგრამ ასე პირისპირ პირველად შევხვდი.

13101147_1181410685232673_175924280_nმინდა აღვნიშნო, რომ ლაივში ბევრად სიმპათიურია, ვიდრე ეკრანზე და ბევრად კარგი ტანი აქვს. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე გახლავთ, კომუნიკაბელური, მივხვდი, რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს და რაც მთავარია, როგორ გამოხატავენ ამ სიმპათიებს. ლანჩის პერიოდში გახლდით რესტორანში და გოგონები მოდიოდნენ მასთან ფოტოების გადასაღებად. კიდევ იმას მივხვდი, რომ ყველა ფენის წარმომადგენლებს მოსწონთ.

ფლირტი ხომ არ ყოფილა თქვენ შორის?

არააა, რას ამბობ (იცინის). როცა ვმუშაობ, მაშინ ფლირტი არასდროს მაქვს. სხვა გარემოებაში, სხვა ასეთ სიმპათიურ ბიჭს რომ შევხვედროდი, აუცილებლად შევეცდებოდი მისთვის თავის მოწონებას (იღიმის)

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები