LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გავატაროთ შვებულება ზამთარში?

280

ზამთარში შვებულებას თუ გეგმავთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ ევროპის იმ კურორტებზე, რომლებიც ზამთარში უნდა მოინახულოთ.

ცივ სეზონზე სანახავი კურორტების სიაში საპატიო ადგილზეა შვეიცარიაში მდებარე სანტ-მორისი. ეს გახლავთ პატარა ქალაქი შვეიცარიის წყნარ პროვინციაში.  სანტ-მორისი ღირსშესანიშნავი ადგილების სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ ტურისტებს მაინც ძალიან უყვართ, რადგან აქ გელით არაჩვეულებრივი ბუნება და სათხილამურო ტრასები. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი ორჯერ გახლდათ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი.

მეორე აუცილებლად სანახავი ადგილიც შვეიცარიაში მდებარეობს და მისი სახელია მატერჰორდი. ეს არის ალპების ერთ-ერთი მთა, რომელიც იდეალური ვარიანტია სათხილამურო სპორტისა და ლამაზი პეიზაჟების მოყვარულთათვის.

შემდეგი ქალაქი, რომლის ნახვასაც ზამთრის არდადეგებზე გირჩევთ,  გახლავთ საფრანგეთში მდებარე შამონი.

შამონი პატარა ქალაქია, რომელიც ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გახლდათ.ტურისტების აზრით,  მისი მთავარი ხიბლია მყუდროება.

ზამთარში შესანიშნავი მასპინძლობის გაწევას შეძლებს გერმანიაში მდებარე ქალაქი ნიურბერგიც. ეს ქალაქი სიძველითა და ულამაზესი არქიტექტურით მოგხიბლავთ. სწორედ აქ მდებარეობს ბავარიელების საამაყო, ისტორიული სასახლე კაისერბურგი.

მართალია აქ არც თოვლია და არც სათხილამურო ტრასები, მაგრამ გამოცდილი მოგზაურები ზამთარში ამსტერდამის მონახულებასაც გვირჩევენ. ამ პერიოდში ამსტერდამში ვიზიტის მთავარი ხიბლი გახლავთ ტურისტების სიმცირე.

ზამთრის არდადეგებზე კარგი იქნება ლონდონში ვიზიტიც, რადგან ზამთარში, დღესასწაულის პერიოდში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ღირსშესანიშნაობებთან ერთად,  გრანდიოზულ ფასდაკლებებსაც შემოგთავაზებთ. ზამთრის არდადეგების ლონდონში გატარების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ, ძალიან დაბალ ფასად შეიძინოთ ტექნიკა, ტანსაცმელი, აქსესუარები და სუვენირები.

ზამთარში განსაკუთრებულ ხიბლს იძენს გრაფი დრაკულას სამშობლოც. რუმინეთში მდებარე ქალაქი ტრანსილვანია, რომელიც პირველი ვამპირის წყალობით გახდა სახელგანთქმული და ტურისტები მას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, თოვლიანობის პერიოდში განსაკუთრებით ლამაზი ყოფილა.

და რა თქმა უნდა, ეს სტატია წარმოუდგენელი იქნებოდა წყალზე გაშენებული ისტორიული ქალაქის, იტალიაში მდებარე ვენეციის გარეშე, რომელიც ოდესღაც მსოფლიო კულტურის ცენტრი გახლდათ. მოგეხსენებათ, სწორედ თებერვალში იმართება საყოველთაოდ ცნობილი ვენეციური კარნავალი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სწორედ ამიტომ ზამთარი ვენეციის სანახავად საუკეთესო პერიოდია.

გახსოვდეთ კარგი შვებულება გახლავთ ნაყოფიერი სამუშაო წლის გარანტი, ამიტომ ნუ იტყვით უარს დასვენებაზე.

იმ შემთხვევაში თუ სამოგზაუროდ გადადებული ფული საოცნებო მოგზაურობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus.ge-ს.

Vivus-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. აქ შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე onlain credit-ი სწრაფად და მარტივად.

 

R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები