LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად იმღერებს 3 მარტს ლელა წურწუმია

664

ამ ბოლო დროს ლელა წურწუმიას ნახვა და მოსმენა სხვადასხვა საკლუბო თუ სარესტორნო სივრცეში შეგიძლიათ. არც 3 მარტი იქნება გამონაკლისი. ცნობილი შემსრულებლის საკონცერტო პროგრამას „ასა ჰოლში“ დედის დღის აღსანიშნავად შეკრებილი საზოგადოება მოისმენს.

ლელა წურწუმიას ორგანყოფილებიანი კონცერტი აქვს, პირველი ნაწილი ქალაქურ ჟანრში შესრულებულ სიმღერებს ეთმობა, მეორე შედარებით ტემპიანს, რომელთა შორისაა სიმღერა „ღამის სიჩუმე გაფანტე“. სხვათა შორის ამ სიმღერამ მსმენელში პოპულარობა თავიდან მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი „გუფი ლენდთან“ ერთად ახალ პროგრამაზე მუშაობს, სადაც მისი პოპულარული სიმღერები ახალი არანჟირებით ცოცხლად იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები