LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ისვენებენ ევროპელები: 10 საუკეთესო კურორტი

200

აჟიოტაჟი პოპულარულ კურორტებზე ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, თუმცა,  ევროპელებს თავისი „საიდუმლო“ ადგილები აქვთ, რომელთა შესახებ მართალია, არავის უმხელენ, მაგრამ ცნობისმოყვარე მოგზაურები მაინც გებულობენ.

გთავაზობთ 10 ყველაზე „გასაიდუმლოებულ“ ევროპულ კურორტს.

შვეიცარია – შეძლებულ ბრიტანელებს და ფრანგებს გშტაადეში ან სენტ-მორიცში უყვართ დასვენება, ცნობილი შვეიცარიელები კი, ძირითადად ქვეყნის სამხრეთ- დასავლეთში, იურას კანტონს ან „სამი ტბის“ (ქალაქებს ნევშატელს, გრენჰენს, ლა ბრენეს, შო-დე-ფონს, ნოდსისა და ბილ-ბიენეს) რეგიონს ანიჭებენ უპირატესობას.

დანია – სამხრეთ ევროპელებს სკანდინავიის ქვეყნები და განსაკუთრებით დანია ხიბლავთ თავისი ბორნჰოლმის კუნძულით, რომლის პოპულარიზაციას მსოფლიოს საუკეთესო რესტორანმა Noma-მ შეუწყო ხელი.

ხორვატია – მართალია, ხორვატიაში უამრავი კურორტია, რომელთაც დიდი ხანია მოიპოვეს პოპულარობა, მაგრამ თავად ხორვატები მაინც დუბროვნიკთან ახლოს, პატარა ქალაქ ცავტატში დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.

დიდი ბრიტანეთი – როგორც აღმოჩნდა, აღმოსავლეთ ევროპელებს ყველაზე მეტად ბრიტანეთი და მისი დედაქალაქი იზიდავთ, თავად ბრტიანელები კი, ზაფხულს გლოსტერშირის საგრაფოში კოტსუოლდის რაიონში ატარებენ სადაც დღემდეა შემორჩენილი ტრადიციული სახლები ჩალის სახურავებით.

შვედეთი – დანიელები და ნორვეგიელები მეზობელ შვედეთს სტუმრობენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ინგრიდ ბერგმანის საყვარელ კუნძულებზე – ვიოდეროანასა და ფისკებიოქსილზე ისვენებენ.

საფრანგეთი – რა თქმა უნდა, საფრანგეთში მოგზაურობა ნებისმიერი ტურისტის ოცნებაა, თუმცა თავად ფრანგები არავის უმხელენ „საიდუმლო“ ადგილებს და ყოველთვის ღირსშესანიშნაობებით, არაჩვეულებრივი ბუნებით მდიდარ ოვერნის რეგიონს სტუმრობენ.

იტალია – სამშობლოში დარჩენილი შეძლებული იტალიელები ცნობლი კაპრის მეზობელ – პანარეას კუნძულს სტუმრობენ, რომელმაც სახელი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის „თავგადასავალი“ წყალობით გაითქვა.

გერმანია – ზილტის კუნძულს ჩრდილოეთ ზღვაში შეძლებულ გერმანელებთან ერთად, ბელგიელები, ჰოლანდიელები და ფრანგები სტუმრობენ, ვისაც მშვიდად და კომფორტულად სურს შვებულების გატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები