LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ხვდება ნუცა ბუზალაძე ახალ წელს და რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი მისთვის?!

61

ნუცა ბუზალაძე რამდენიმე დღეში საქართველოდან თურქეთში გადაინაცვლებს, თუმცა სანამ მომღერალი ჯერ კიდევ თბილისშია, გადავწყვიტეთ საახალწლო სამზადისში “ხელი შეგვეშალა“ და რამდენიმე კითხვა სწორედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით დავუსვით.

ნუცა, პირველ რიგში, სად ხვდები ახალ წელს?

– 30-ში მივდივარ სტამბოლში. მაგრამ იქ ვიქნები ერთი დღე, რადგან რაღაც პატარა გადაღება არის და იმისთვის ჩავდივარ. 31-ში აქ ჩამოვალ. ანუ გამოდის რომ ახალ წელს ვარ თბილისში. როგორც ყოველთვის, წელსაც ოჯახთან ერთად ვხვდები ახალ წელს – ეს ჩვენი ტრადიციაა. წინა წელს დავარღვიე ეს ტრადიცია, რაც არ მომეწონა, ამიტომ წელს აუცილებლად მინდა რომ ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდე თბილისში და შემდეგ უკვე პირველ იანვარს ბათუმში ვიქნები.

ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვედრის გარდა სხვა საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?

– ზოგადად მჯერა, რომ ახალ წელს თუ სურვილს მთელი გულით ჩავიფიქრებ ის აუცილებლად ამიხდება. ჩემთვის ახალი წელი მართლა ჯადოსნური ღამეა, იმიტომ რომ ყველაფერი მიხდება რასაც ჩავუთქვამ ხოლმე. გარდა ამისა, აუცილებლად ვანთებთ სანთელს ოჯახის ყველა წევრი და სურვილებს ვუთქვამთ. ასევე სიურპრიზებსაც ვუკეთებთ ერთმანეთს და საჩუქრებსაც ვდებთ ხოლმე ნაძვის ხესთან.

ნუცა, რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რაც მიგიღია ახალ წელს?

– ახალ წელს ყველაზე დასამახსოვრებელი რაც მაჩუქეს ეს იყო ლეპტოპი. პატარა ვიყავი მაშინ და მაჩუქეს “სონის“ ძალიან მაგარი ლეპტოპი, პირველი ლეპტოპი იყო ჩემთვის, თეთრი და ძალიან ლამაზი იყო. ისე მომეწონა და იმდენად გამიხარდა, რომ დღემდე ყველაზე კარგ საჩუქრად ვთვლი, მათ შორის რაც ახალ წელს მიმიღია.

2015 წელს როგორ შეაფასებდი?

– ყველაზე მაგარი წელი იყომეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა 2015 წელსაც ჰქონდა თავისი გამონათებები. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის, რაც მოხდა, ეს იყო ის რომ გამოვედი თურქულ “ახალ ხმაში“, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია.

დიდი მადლობა. ბედნიერ წელს გისურვებთ

თქვენც ასევე

გუგა ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები