LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიდის სოზარ სუბარი და რა თქვა ლევან გაჩეჩილაძემ – მინისტრმა კითხვას დამაინტრიგებელი იუმორით უპასუხა

73

სად მიდის სოზარ სუბარი? – დევნილთა და განსახლების მინისტრმა, რომელიც ახლა მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვედაб ჟურნალისტებს დამაინტრიგებელი იუმორით უპასუხა.

“ამ კითხვაზე ორი ისტორიული პასუხი არსებობს, მე ლევან გაჩეჩილაძის პასუხი უფრო მომწონს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლევან გაჩეჩილაძის კონკრეტულად რომელ გამოსვლას გულისხმობდა სოზარ სუბარს დღეს არ დაუკონკრეტებია, შსაბამისად რა თქვა ლევან გაჩეჩილაძემ დღის კითხვად იქცა.

სავარაუდოდ, საუბარია 2008 წელს, იპოდრომზე გამართულ აქციაზე, რომლის დაშლის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძემ იქ შეკრებილებს სახლში წასვლისა და სუფრის გაშლისკენ მოუწოდა.

პრემრმინისტრის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები