LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მოეწყობა ფასიანი ავტოსადგომები?

123

მიმდინარე თვის ბოლომდე, თბილისის მასშტაბით, ის 10 ადგილი დასახელდება, სადაც მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები მოეწყბა.

როგორც ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ამ საკითხზე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია PVC მუშაობს, რომელმაც  ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობა ყველაზე მეტად არის საჭირო.

მერიის ინფორმაციით, სწორედ ამ ადგილების შერჩევის შემდეგ დაიწყება მომდევნო ეტაპი, როდესაც გადაწყდება, ვინ ააშენებს და რა ტიპის პარნკინგები მოეწყობა თბილისში.

მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილების მოწყობის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ აპრილის დასაწყისში განაცხადა. მისი თქმით, ავტოსადგომების მოწყობაში კერძო ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას.

”ეს იქნება საკმაოდ დეტალურად მომზადებული დოკუმენტი. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, გეოლოგიური დასკვნით და ძირითადი მოდელებით. დაინტერესებულ ინვესტორს შეეძლება მისთვის სასურველი ადგილი შეარჩიოს და პარკინგი მოაწყოს”, – განაცხადა ლექვინაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები