LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად რისი ნახვა იქნება შესაძლებელი – საახალწლო წარმოდგენების არჩევანი ბავშვებისთვის

ახალი წელი ახლოვდება. ეს დიდსაც და პატარასაც ერთნაირად უხარია. განსაკუთრებით ჯადოსნური კი ახალი წელი პატარებისთვისაა. სად რა წარმოდგენა ელოდებათ მათ, როგორც წინასაახალწლო, ასევე ახალი წლის დღეებში. სად შეხვდებიან ისინი თოვლის ბაბუას და სად მიიღებენ მისგან საჩუქრებს  – „ფორტუნა“ დედაქალაქის მასშტაბით პატარებისთვის ღონისძიებების ნაწილის ჩამონათვალს გთავაზობთ:

  • 23 დეკემბრიდან თბილისის ცირკი პატარებს ცხოველების მონაწილეობით საახალწლო წარმოდგენაზე ეპატიჟება. წარმოდგენაში მონაწილეობენ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის საცირკო დასები. სეანსები გაიმართება 23, 24, 27 და 30 დეკემბერს, 13:00 და 17:00 საათზე. ბილეთების ფასი კი 10 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს.    

 

  • 30 დეკემბერს, 15:00 და 18:00 საათზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი პატარებს „ბასტი – ბუბუს“ კონცერტზე ეპატიჟება. ბილეთი ფასი 15-იდან 35 ლარამდე იქნება.

 

  • საკონცერტო დარბაზიო „მოზაიკა“ კი პატარებს „ენკი ბენკის“ „ოცნების ქალაქზე“ ეპატიჟება. მიუზიკლში მოთხრობილია  ოცნების ქალაქში მომხდარ შობის ღამის სასწაულზე. წარმოდგენები 27 და 28 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ბილეთი კი 12 და 15 ლარი ეღირება.

 

  • საბავშვო თეატრი „მეორე სახლი“ პატარებს საახალწლო წარმოდგენებს 20 დეკემბრიდან სთავაზობს. როგორც „ფორტუნას“ თეატრიდან აცნობეს, წინასაახალწლო და ახალი წლის დღეებში, მათ რეპერტუარში 6 ახალი სპექტაკლი იქნება. ესენია FROZEN – გაყინული გული“,  „ჩექმებიანი კატა“, „პრინცესა და მეღორე“, „პრინცესა მუხუდოს მარცვალზე“,  „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და „მელაკუდას ოინები“.  სეანსები 18 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, 12:00, 13:30, 15:00 და 16:30 საათებზე, გაიმართება. თეატრის ხელმძღვანელების თქმით, ყველა ბილეთი მიიღებს საჩუქარს თოვლის ბაბუასგან. ბილეთი კი 8 ლარი ეღირება. 

 

  • 15-დან 30 დეკმებრის ჩათვლით პატარებს საახალწლო პროგრამაზე ეპატიჟება კონტაქტური  ზოოპარკიც. პროგრამაში შედის: მინი დისკო სანტასთან და ფიფქიასთან ერთად. კონკურსები. ფოტოსურათის გადაღება სანტასთან და ფიფქიასთან ერთად. ექსკურსია ზოოპარკში. ბილეთის ფასი 3-10 წლამდე ბავშვენებისთვის 8 ლარია. უფროსებისთვის კი 10 ლარი.

 

  • მოზარდმაყურებელთა თეატრი 26 დეკემბრიდან 15 იანვარმდე საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე გეპატიჟებათ. წარმოდგენაში პატარები მგელს, მელიას, კურდღელს, თოვლის გუნდას, ცეცხლს, მიმის, კაკტუსს, სალამურას, ჭიამაიას, ციცინათელას და უცხოპლანეტელებს შეხვდებიან. ბილეთის ფასი 6 ლარიდან იწყება და 12 ლარამდე მერყეობს.

 

  • ახმეტელის თეატრი 29 დეკემბერს, 14:00 საათზე, „თოვლის დედოფალს“ წარმოგიდგენთ. 27 და 28 დეკემბერს, 14:00 საათზე, კი „მაკნატუნას“ წარმოგიდგენთ.  

 

  • რუსთაველის თეატრის დიდი სცენა კი 27, 28, 29, 30 დეკემბერს, ასევე 3 და 4 იანვარს „სალამურას“ წარმოგიდგენთ. წარმოდგენები 12:00, 14:00, 16:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი კი 6-იდან 15 ლარამდე იქნება.

 

  • მუსიკისა და დრამის თეატრი 28, 30 დეკემბერს და ასევე 6, 7, 9, 12 და 13 იანვარს, 19:00 საათზე, საბავშვო მუზიკლს „საშობაო ზღაპარს“ წარმოგიდგენთ. ბილეთი 8 და 10 ლარი ეღირება.   გარდა ამისა, 2, 3, 4, 5, 10, 11, 14 იანვარს მუსიკისა და დრამის თეატრი 19:00 საათზე „მერი პოპინსს“ წარმოგიდგენთ. ბილეთები ამ შემთხვევაშიც 8 და 10 ლარი ეღირება.

 

  • მარჯანიშვილის თეატრი 3, 4, 5, 6, 9 და 10 იანვარს, 20:00 საათზე, „საშობაო ზღაპარს“ წარმოგიდგენთ. ბილეთის ფასი 8 ლარიდან 19 ლარამდე იქნება.

 

 

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა 

 

პოპულალურები