LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეხვდა „თეატრალურის კვარტეტი“ ნიკოლას კეიჯს – „გაოცებული გვისმენდა…“

168

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრის, ოთო კოვზირიძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ანსამბლი ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობ ნიკოლას კეიჯთან ერთადაა გამოსახული.

დავინტერესდით, სად შეხვდნენ ანსამბლის წევრები კეიჯს და ლაშა კერვალიძეს დავუკავშირდით.

ლაშა:

ნიკოლას კეიჯს მოსკოვში შევხვდით, ერთ-ერთი ფირმის კორპორატიულ საღამოზე. როგორც ყველა ადამიანი, ვინც  პირველად უსმენს ქართულ მრავალხმიანობას, ისიც გაოცებული გვისმენდა. სხვა ჯგუფებიც იყვნენ, მაგრამ ქართულ სიმღერაზე ყველა გაისუსა და ისე გვისმენდნენ (იღიმის).

ფოტო გადავიღეთ და მადლობა გადაგვიხადა. სულ სამი სიმღერა შევასრულეთ, ერთ-ერთი ნუნუ დუღაშვილის „ღმერთი სიყვარულისა“, აკაპელა.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები